შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

Gori Daily

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, შიდა ქართლში Covid19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 472-ით გაიზარდა და საერთო რიცხვი 10 225 გახდა. გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა სულ 5 553-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროებში 1338 მოქალაქე იმყოფება. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი. ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 66-ს შეადგენს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #შიდაქართლი #კორონავირუსი #goridaily #ახალიამბები