ხის ოსტატი - ზაალ ცირდავა.

Zugdidi Daily

ახალგაზრდა, სენაკში მცხოვრები მამაკაცი ზაალ ცირდავა ხის ოსტატია. ადამიანი, რომელსაც სურს ენდემური მცენარის - კოლხური ბზის გადარჩება და ამის გამო ძალ-ღონეს არ იშურებს. “გამხმარი ხის ფესვები და ტოტები შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს, თუ ოსტატს ხე უყვარს და გარემოს გადარჩენაზე ზრუნავს” - ამბობს ზაალ ცირდავა. ზაალი თუთისგან და სხვა ხისგან დამზადებულ ჭურჭელს ყიდის, ერთადერთი რასაც ინახავს ეს ბზისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთებია. გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხით ის ბზის ნერგებს ყიდულობს და საკუთარ მიწაზე რგავს. ზაალ ცირდავა ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : „ჩხოროწყუს სოფელ მუხურში მაქვს მიწა, სადაც ჩემს ბავშვობაში კოლხური ბზა ხარობდა. 3 საუკუნის ბზები იყო. პატარაობისას სულ იქ ვთამაშობდი, ახლა კი რომ მივედი, ვნახე გამხმარი იყო და ცრემლი წამომივიდა. გადავწყვიტე ბზის ისტორია არ დამეკარგა, ამოვაგდე და ეს ქანდაკება გავაკეთე. მიჭირს გადმოცემა, მაგრამ ყველა ხეს თავისი ბუნებრივი სილამაზე აქვს. ის უკვე ბუნებრივად არის ქანდაკება, უბრალოდ ცოტა წახმარება უნდა“ მისი მიზანი კოლხური ბზის აღდგენა და საწარმოს შექმნაა, მას სურს, რომ ამ საქემში სოფლის ახალგაზრდებიც ჩართოს. „მაქვს ბზის აღდგენის პროექტი. სოფელში ბევრი ბიჭია, რომლებიც დასაქმდებიან. მინდა ისინიც ჩავრთო და საწარმო გავაკეთო, რომელიც სარგებლობას მოუტანს ადამიანებს და ბუნებას“ - განაცხადა ზაალმა #სენაკი #სამეგრელო #თიხა #ხელნაკეთინივთები #კოლხურიბზა #პროექტი #zugdididaily