ელისაშვილი: ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა
Tbilisi Daily
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების მხრიდან გაჟერებული მოთხოვნებით დახუნძლული წავიდა.
ელისაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ჯერ ვერ მიიღეს პასუხი არჩევნების ხელახლა ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, აპრილზე ადრე ვადამდელი არჩევნები ვერ ჩატარდება.
„ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ მხარესაა. „ქართული ოცნება“ წავიდა დახუნძლული ჩვენი მოთხოვნებით. მათ უნდა გვითხრან როდის იქნებიან მზად, რომ არჩევნები ჩატარდეს. ჩვენი შეთავაზება იყო, მაგრამ მათი პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 6 თვეს მოითხოვს სულ მცირე, შესაბამისად აპრილზე ადრე არჩევნები ვერ ჩატარდება“, - აღნიშნა ელისაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.