ევროპული ტურიზმის საზღვრების გახსნის გეგმა

Headline

ევროკომისიამ ევროპაში ტურიზმის აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი სახელმძღვანელო წარმოადგინა, რომელიც კომისიის ვებ-გვერდზე არის განთავსებული. გეგმის მიხედვით, ტურისტების მიღებამდე, სახელმწიფოებმა თანდათანობით (ეტაპობრივად) და კოორდინირებულად უნდა შეუწყონ ხელი თავისუფალი გადაადგილების აღდგენას და მოხსნან შიდა სასაზღვრო კონტროლი - პირველ რიგში მსგავსი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მქონე ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, უსაფრთხოების ახალი პრინციპების გათვალისწინებით, აუცილებელია სატრანსპორტო მომსახურების განახლება - საჰაერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სანაოსნო საშუალებებით. ასევე აუცილებელია ტურიზმისთვის საჭირო ობიექტების გახსნა - სასტუმროების, „გესთ-ჰაუსების“, პლიაჟების, რესტორნების, ბარებისა და კაფეების ჩათვლით. გარდა ამისა, სახელმწიფოებს მოუწოდებენ შეიმუშაონ სპეციალური ფორმა, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას მისცემს საშუალებას (ანონიმურად) გასცეს ინფორმაცია კორონავირუსის პოტენციური რისკების თაობაზე, რითაც დროულად ჩააყენებს საქმის კურსში შესაბამის საჯარო დაწესებულებებს. ზემოხსენებულ გეგმას რა თქმა უნდა სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და ნებისმიერი სახელმწიფო ინდივიდუალურად/დამოუკიდებლად მიიღებს მისთვის სასურველ გადაწყვეტილებას. ამავდროულად, ევროკომისია განიხილავს უამრავ ნაბიჯს ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, მათ შორის ფინანსური სეგმენტის მიმართულებით. 13 მაისს, ევროკომისარმა ეკონომიკის მიმართულებით, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ევროპული ქვეყნები საზაფხულო ტურიზმის სეზონის გახსნას ელიან. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #coronavirus #EU #tourism #borders #plan #headline