დაურ კოვე აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

Sokhumi Daily

აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა დაურ კოვეს ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნვის შესახებ ბრძანებას. 2000 წელს დაურ კოვემ დაამთავრა ბაშკირის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კონკრეტული სპეციალობით საგარეო ეკონომიკური საქმიანობის იურიდიულ უზრუნველყოფაში. 2005 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილებას. 2006 წლიდან 2010 წლამდე იყო აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2010 წლიდან 2011 წლამდე - მინისტრთა კაბინეტის შტაბის უფროსი. 2012 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი. 2012 წლიდან 2014 წლამდე - რუსეთის არაკომერციული ფონდის ევრაზიული კვლევების ინსტიტუტის აფხაზეთის ფილიალის დირექტორის მოადგილე. 2014 წლის ნოემბრიდან - აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პროტოკოლის ოფისის ხელმძღვანელი. 2016 წელს კოვე საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობას დღემდე ასრულებს. #აფხაზეთი #სოხუმი #პოლიტიკა #sokhumidaily