თითქმის მივიწყებული სისხლის აღების ტრადიცია

ByGi GaGeorgia
0
საქართველო კავკასიის გულია. გვინდა ეს თუ არა ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა რაც გვაიძულებს ვიყოთ ძლიერი სოციალური საზოგადოება. ამ საზოგადოებას სჭირდებოდა ძლიერი და მკაცრი წესები რომ გადარჩენილიყო. ამიტომ ჯერ კიდევ წინარე ქრისტიანულ საზოგადოებაში ქართულ კულტურაში არსებობდა სისხლის აღების ტრადიცია. ანუ ჩვენ გვქონდა შურისძიების ტრადიცია. მისი არსი იმაში მდგომარეობდა რომ სამართალი რომელიც მაშინ არ არსებობდა, თავად დაემყარებინა საზოგადოებას. რადგან არ არსებობდა კანონი და პოლიციური ძალები, დაზარალებული თემში რომ არ დაჩაგრულიყო თავად აღადგენდა სამართლიანობას. შურისძიებას თავის ეტაპები ქონდა. სიტყვაზე ქურდობაზე სასჯელი იყო დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება და შემდეგ შერიგების სუფრის "კისრება" დამნაშავის მიერ... მძიმე დანაშაულზე როგორიც იყო მკვლელობა ან ქალის ნამუსის ახდა სასჯელი იყო მკაცრი და ითვალისწინებდა როგორც თემიდან მოკვეთას ისე სიკვდილით დასჯასაც. ნამუსის ახდა ისჯებოდა თემიდან მოკვეთით, ხოლო სისხლის დაღვრა და მკვლელობა ასევე სიკვდილით, ანუ "კბილი კბილის წილ". ასევე შერიგების მიზნით ხდებოდა გვარების დანათესავება (ქორწილი) და შერიგების სუფრა. სვანეთში მსგავსი ტრადიცია უფრო ძლიერ ფორმაში იყო გადმოცემული და გვარების ამოწყვეტას ითვალისწინებდა. დადასტურებულია 100 ზე მეტი სვანური ამოწყვეტილი გვარი. იყო ფაქტები რომ ორ გვარს შორის შუღლი რამდენიმე ათწლეული გაგრძელებულა და საუკუნის დასაწყისში მომხდარი შუღლის დასასრული საუკუნის მიწურულს დამდგარიყო. ამ დროს მნიშვნელობა ენიჭებოდა თემის ბერს ანუ უხუცესს და მის ავტორიტეტს, ასევე ხატს და მასზე დაფიცებას ან დასჯის მიზნით ხატზე გადაცემას რაც გვარის ან კონკრეტული პირის დაწყევლას ითვალისწინებდა. სისხლის აღების ტრადიცია როცა ოჯახის წევრს ან უახლოეს ადამიანს მოუკლავდნენ ქართველს, ის ვალდებული იყო ოჯახის და თემის წინაშე დაემყარებინა სამართლიანობა, ამისათვის კი სისხლი უნდა აეღო. შურისძიება ასე უცებ არ იწყებოდა. შურისმაძიებელი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა მტერი რომ მასზე შურისძიებას აპირებდა. რადგან მეორე მხარეს ჰქონოდა დრო და არჩევანი ან გაქცეულიყო თემიდან ოჯახის გადარჩენის მიზნით, ან დარჩენილიყო და ებრძოლა იმ ოჯახის და გვარის წინაღმდეგ რომელსაც მასზედ შურისძიება ეწადა. სწორედ ამიტომ ხშირი იყო ერთი კუთხიდან ოჯახის და კონკრეტული გვარის გადასახლება. ყველაზე ხშირად ასეთი გადასახლება ხდებოდა სვანეთიდან რაჭა-ლეჩხუმში, ან იმერეთში. (ქუთაისში და იმერეთის სხვა ქალაქებში მცხოვრები სვანური გვარების უმრავლესობა სწორედ ასე მოხვდა) ასევე როცა ბატონს კლავდა ყმა ან გლეხი მას უწევდა გაქცევა "უბატონო სვანეთში", ბატონის მკვლელობის ძირითად მიზეზს გლეხის ქალის ან ქალიშვილისთვის ნამუსის ახდა წარმოადგენდა. ძებნილი ადამიანის შეფარება სვანეთში არახალია და ხშირ მოვლენას წარმოადგენდა და დღემდე ასეა. წარსულ დროში რადგან ვსაუბრობ იმას არ ნიშნავს რომ სისხლის აღება და შურისძიება 20 ან 21 ე საუკუნეებში არ ხდებოდა. ყველაზე მასშტაბური შურისძიება 20 ე საუკუნეში საბჭოთა საქართველიში ქართველ სერიულ მკვლელს უკავშირდება რომელსაც "Z" ს ეძახდნენ (ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია) ეს სახელი მას შემდეგ შეარქვეს რაც დეტექტივ გამომძიებლებმა შენიშნეს რომ მკვლელი სწორედ ამ ტრაექტორიით ათავსებდა თავმოჭრილ ცხედრებს თბილისის უბნებში. ყველა მათგანს ერთი საერთო ჰქონდა ისინი ეთნიკური რუსები იყვნენ და არცერთი მათგანი არ იყო ადგილობრივი. არამედ ჩამოსული სტუმრები. მას შემდეგ რაც Z დააკავეს აღმოჩნდა რომ მისი მშობლები რუს კაზაკებს სასტიკად მოეკლათ 1921 წელს ოკუპაციის დროს. 5 წლის ასაკში მოუწია მშობლების დასახიჩრებული გვამების ხილვა რამაც ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო რომ გონება დაკარგა და მეტყველების უნარი რამდენიმე წელი დაკარგა. მისი მკვლელობების მიზეზი სწორედ რუსებზე შურისძიება იყო. 21 ე საუკუნეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება და გახმაურებული შურისძიება მოხდა დედაქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილი სამმა ადამიანმა ქუჩაში ჩაცხრილა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთი - საკონტროლო. ამ მკვლელობას არანაკლებ მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ ასევე დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის ზურაბ ტარყაშვილი. მოგვიანებით ტარყაშვილი და მისი მეგობრები, ძმები ჩიჩუები, ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. ვინაიდან იგი იძებნება, სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. მოკლული სანდროს ოჯახი, პირველივე დღიდან კაჭარავას დამცველად გამოდიოდა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ითხოვდა. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. ივერი გოგბერაშვილი დარწმუნებული იყო, რომ რეალურ დამნაშავეს ძალოვნებმა ხელი დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მასზე შური იძია. ზურა საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა გარდაცვლილი სანდროს მამამ იგი მოკლა. გამოძიების მტკიცებით, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა ერთად განახორციელეს. ასე რომ შურისძიება და სისხლის აღება მუდმივად იქნება აქტუალური თემა ვიდრე იარსებებს ქართველი კაცი, რადგან მისი ბუნება ასეთია.
ByGi GaGeorgia
0