აზერბაიჯანში​ კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
აზერბაიჯანში​ კორონავირუსით ინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანის მედია წერს, რომ ბოლო ერთ დღეში კოროანვირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, 107 კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 4 000-მდე ადამიანს დაუდგინდა, 2 500-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, 49 კი, დაიღუპა. ამ დროისთვის, საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში 1 427 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 44-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აზერბაიჯანში საერთო ჯამში 265 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.
0