ანიმე უკვე ათწლეულებია რაც მთელ მსოფლიოს მოედო და შესაბამისად საქართველოშიც ჩამოაღწია. უკვე ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა დაინტერესებულია ანიმეთი და თავიანთი ცხოვრების ნაწილად აქვთ ქცეული თუნდაც დღეში თითო ეპიზოდის ყურება. თუმცა საქართველო დიდი ქვეყანა არ არის და მოსახლეობაც სულ რაღაც 3.7მილიონია, ამიტომ მსოფლიოში არც ისეთი ცნობილი ქვეყანა ვართ და შესაბამისად არც იაპონიაში იცის უმეტესობამ ჩვენი ქვეყნის არსებობა.
თუმცა იაპონიაში საკმაოდ ცნობილი ერთი ანიმეს სიუჟეტი,სწორედ საქართველოში მიმდინარეობს.
gyakusatsu kikan ან genocidal organ, ასე უწოდებენ ამ ანიმეს რომლის პირველი 20 წუთი საქართველოში, კერძოდ თბილისში, თავისუფლების მოედანზე ოპერაციას ეძღვნება. ანიმეში ქართულ დროშას და წარწერებსაც შეამჩნევთ და უკანა ფონზე ქართული საუბარიც მოგესმებათ....
ანიმეს შინაარსი კი შემდეგია:
ტერორის წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, ფაქტობრივად იმ დღიდან როდესაც სარაევო(ბოსნიას და ჰერცეგოვინას დედაქალაქი) ხელნაკეთი ბირთვული იარაღით განადგურდა. წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები ფაქტობრივად დამკვირვებლებად არიან ყველგან და მაღალ განვითარებული სამყარო გენოციდების ჭაობში იხრჩობა. მსოფლიო სისტემის მოშლის უკან, როგორც ჩანს იდუმალებით მოცული ამერიკელი მამაკაცი, ჯონ პოლია და მისი პოვნა დაზვერვის აგენტ კლევის შეფარდზეა დამოკიდებული. იპოვის თუ არა ის ჯონ პოლს ცივილიზაციების ნანგრევებში და დაუსვამს თუ არა წერტილს ერთხელ და სამუდამოდ "გენოციდის ორგანოს?".
როგორც უკვე მიხვდით ანიმე sci-fi ჟანრის, ფსიქოლოგიური თრილერია, მილიტარული მოქმედებებით გაჯერებული, შესანიშნავად დაწერილი პერსონაჟებით და საინტერესო დასასრულით.