The salt of the Earth

0
Instituto Terra, სებასტიან სალგადოს და ლელია სალგადოს წარმოუდგენელი პროექტი, რომელიც 1998 წელს შეიქმნა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. სებასტიან სალგადო, ფოტოგრაფი, რომელმაც 40 წლის განმავლობაში 120 ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურა და საოცარი ფოტო ისტორია შექმნა, 90 იანი წლებიდან, თავის ცოლთან, ლელიასთან ერთად მუშაობს პროექტ Instituto Terra-ზე, რომელიც ბრალიზილიაში მდებარე ატლანტის ტყის ნაწილის აღდგენას ითვალისწინებს. ადგილის, სადაც სებასტიან სალგადო გაიზარდა და რომელიც თითქმის მთლიადან განადგურდა. სებასტიანმა და ლელიამ 1998 წლამდე აღადგინეს 68 კვადრატული კილომეტრი ტყე. ეს პროცესი დღემდე გრძელდება და გარდა ტყის გაშენებისა ტერიტორიაზე დაბრუნდნენ ცხოველები, ფრინველები, ბუნებრივად დაიწყო დაბრუნება განადგურებულმა მცენარეებმაც და უამრავი ეგზოტიკური ჯისის მცენარე შემატეს ხელოვნურადაც. ამ ეტაპზე აღდენილ ტყეში 15 სახეობის ამფიბია, 15 სახეობის რეპტილია და 300-მდე სახეობის მცენარეა. სებასტიან სალგადოს ცხოვრებაზე, 2014 წელს, რეჟისორმა ვილიამ ვენდერსმა და სებასტიანის შვილმა, ჯულიანო რიბერიო სალგადომ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი დედამიწის მარილი, რომელშიც სებასტიანი დეტალურად აღწერს თავის მოგზაურობას, პროექტის შექმნის ისტორიას, ფოტოგრაფიის მნიშვნელობასა და თავის განცდებს კონკრეტული ფოტოების გადაღების პროცესში
0