ეს გაზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და არა სიმდიდრეს - მეუფე იოანე ტყის მასივების ეკლესიისთვის გადაცემაზე

0
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე იოანეს თქმით, ეკლესიებისთვის ტყის მასივების გადაცემით მათი ქონება არ გაიზრდება, არამედ მოიმატებს პასუხისმგებლობა და ტყე უფრო დაცული იქნება. "დღესაც არის ხალხის მეხსიერებაში დარჩენილი, რომ ეკლესიის გარშემო ტერიტორია იწოდებოდა ხატის ტყედ და იყო ხელშეუხებელი, ამიტომ დღემდე შემორჩენილია, არ გაუჩეხიათ. ასე, რომ ეს ტყის მასივები თუ იქნება გადმოცემული, ეს გაზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და არა სიმდიდრეს. თუ უნდა იყიდოს, ესეიგი ფული უნდა გასცეს, კი არ გამდიდრდეს, არამედ, გაღარიბდეს. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ არ გაიჩეხოს ტყე, დაცული იყოს გარემო", - განაცხადა მეუფემ. #მეუფეიოანე #ეკლესია #kutaisidaily
0