სამსუნგმა ახალი ტელევიზორი, სახელად Terrace წარმოადგინა

0
როდესაც ვსაუბრობთ ტელევიზორებზე, სამსუნგი ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. კომპანიამ დახურული სივრცეების შემდეგ უკვე გარე პერიმეტრის დაპყრობასაც აპირებს. სამსუნგმა დღეს ახალი ტელევიზორი, სახელად Terrace წარმოადგინა. Terrace ღია სივრცისთის განკუთვნილი, IP55 სტანდარტის მიხედვით წყალ და მტვერგამძლე ტელევიზორია, რომლის ეკრანის სიკაშკაშე 2000 ნიტს აღწევს, რაც საშუალებას იძლევა გამოსახულება მზის პირდაპირი სხივების შემთხვევაშიც კი კარგად დაინახოთ. ფასს რაც შეეხება, ის საკმაოდ მაღალია: 55-დიუმიანი ვარიანტი 3 455 აშშ დოლარი ღირს, 65-დიუმიან ვარიანტში კი მყიდველს 4 999 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ყველაზე დიდი, 75-დიუმიანი მონიტორის ფასი 6 499 აშშ დოლარს შეადგენს. ეს ფასი ჩვეულებრივ QLED 4K და 8K ტელევიზორებზეც კი ბევრად მაღალია.
#technology
#tech
#news
#opinion
#photo
#goodplaces
Tbilisi
0