საპროტესტო აქცია კიევში

0
კიევში ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბრალი. საპროტესტო აქცია, „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტისგან რუსეთის წინაშე კაპიტულაციის პოლიტიკის შეწყვეტას, საპატიმროებში მყოფი მოხალისეების გათავისუფლებას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადაყენებას მოითხოვდნენ.
0