ხაშურს მოხედეთ ტალახში ვიფლობით

0
ხაშურში მცხოვრებლები სანიაღვრე არხის მოწყობასა და ასფალტის დაგებას ითხოვენ. მცირედი წვიმის დროსაც კი იტბორება და გავლა შეუძლებელია. მოსახლეობა ხაშურის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. , , ვითხოვთ პრობლემის მოგვარებას. წვიმის დროს ქუჩაში ვერ გახვალ ისეთი ტალახი და გუბეებია. ღობეზე უნდა დაეკიდო, იწვალო და როგორღაც ასე თუ გახვალ. გუბეები წყლით რომ გაივსება, შემდეგ ჩვენი სახლის ეზოებში შემოდის. ხაშურის მერიას პრობლემის მოგვარების თხოვნით განცხადებების ბუმია მაგრამ უშედეგოთ. ხაშურის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე ქალაქში გზის მოასფალტების ყველა პროექტი შეჩერებულია. მიზეზად კი 2020 წლისთვის დაგეგმილი წყლისა და კანალიზაციის პროექტი დაასახელეს, რომელმაც მთელი ქალაქი უნდა მოიცვას. , , ამ ეტაპზე ვერც ერთ ქუჩაზე ასფალტს ვერ დავაგებთ. იცით რომ 2020 წლიდან ხაშურში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი იწყება და ახლა რომ ჩვენ ასფალტი დავაგოთ რამდენიმე თვეში პროექტის დაწყების გამო ისევ უნდა აყარონ და გადათხარონ. ეს კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ჩაგვეთვლება. წყალის პროექტის გაკეთებას 2012 წლიდან გვპირდება ხელისუფლემა მაგრამ დღესაც ბუნდოვანია ეს საქმე, თვითონ მერიაში ამბობენ წყალიც გადაიდო გაურკვეველი ვადით. რა ქნას ხალხმა? ზაზა მეხრიშვილი
0