შენი ფსიქოლოგია შენი საყვარელი მუსიკალური ჟანრის მიხედვით

0
არაერთი კვლევა ჩატარდა იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მუსიკალური გემოვნება ადამიანის ხასიათზე და პირიქით. ბევრი ფიქრობს, რომ გარკვეული მიმდინარეობისადმი ინტერესი ადამიანის შინაგან პირონებას ნათლად გვაჩვენებს. რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია, მაგრამ გამოკითხვების საერთო შედეგები ასეთია: • როკი, მძიმე მეტალი ამ ჟანრის მოყვარულებს ახასიათებენ, როგორც მარტოობისკენ მიდრეკილ, მელანქოლიურ, ღრმა პიროვნული მახასიათებლის და ამავდროულად დაბალი თვითშეფასების მქონე და ინტროვერტ ადამიანებს. • პოპი ყველაზე გავრცელებული პოპ-მუსიკა პოპ-მუსიკის მიმდევრები, როგორც წესი გახსნილები, თავდაჯერებულები, მარტივად საკომუნიკაციო თუმცა, არცისე ხელოვანი ადამიანები არიან. • კლასიკური მუსიკა კლასიკოსი მეცნიერთა აზრით ესაა ინტროვერტი მაღალი თვითშეფასებით, მაღალი შემოსავლითა და მაღალი კულტურული განათლებით. • რეპი თუ რეპს უსმენ, თქვენ ხართ კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, გაქვთ მკვეთრად გამოხატული პირადი მოსაზრება. თუმცა, გაუნათლებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ამ ჟანრის მოყვარულებში აღინიშნება. • ელექტრონული მუსიკა ელექტრონული მუსიკა დღითიდღე პოპულარული ხდება. მათ ვისაც ეს მუსიკა მოსწონს მშვიდ, კომუნიკაბელურ, თავდაჯერებულ და კრეატიულ პიროვნებებად ახასიათებენ. • ჯაზი, ბლუზი და სოული შეინიშნება მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი (IQ), არიან კრეატიულები და აქვთ მტკიცე ხასიათი. • რეგი ჟანრის ლეგენდა ბობ მარლი სტერეოტიპები ამ ჟანრის მოყვარულების სიზარმაცეზე, უდარდელობაზე და ბედნიერებაზე საუბრობენ, კვლევები კი ამას ადასტურებს. ამასთანავე ისინი კეთილი, არტისტული და ნაკლებად შრომისმოყვარე ადამიანებს მიეკუთვნებიან.
#music
#musicfeed
#candymusic
#candy
#listen
#psychology
#psychoanalysis
#people
#genres
#pop
#rock
#rap
#interestingfact
#facts
#opinion
0