სოხუმის დრამატული თეატრი დაარსდა 1931 წელს. 1943 წელს კი, გერმანული საჰაერო შეტევის დროს, შენობა მთლიანად დაიწვა.
1952 წელს თეატრის რეკონსტრუქცია ჩატარდა. 700 ადგილიანი დარბაზისთვის განკუთვნილი აუდიტორია რადიო კონტროლირებადია, სპექტაკლები თარგმნილია რუსულად. თეატრის მოედანს ამშვენებს მითიური გრიფონების შადრევანი.
1967 წელს თეატრს სამსონ ჭანბას სახელი დაერქვა. მრავალი წლის განმავლობაში, თეატრის მთავარი რეჟისორი იყო ხუტა ჯოპუა, მან არაერთი სპექტაკლი დადგა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
2010–2012 წლებში თეატრი საფუძვლიანად აღდგა. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია ზაურ კოვე.
27 მარტი არის - თეატრის საერთაშორისო დღეა, რომელსაც დღემდე აღნიშნავენ. ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას, ვისაც მთელი გულით უყვარს ხელოვნება.
დღეს, შეზღუდვების გამო, შეჩერებულია თეატრის მუშაობა, თუმცა ისინი მაინც ცდილობენ საზოგადოების გამხნევებას და მაყურებელს დისტანციურად წარუდგენენ ახალ თეატრალურ პროექტს, რომელიც ამყარებს იმედს, რწმენას და სიყვარულს.
#სოხუმი
#თეატრი
#SokhumiDaily