0
☑️ 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა??? მთელ მსოფლიოში მუზუმების თანამშრომლები ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეს დღე კალენდარში 1977 წელს გაჩნდა, როდესაც ICOM-მა (International Council of Museums) ამ კულტურული დღესასწაულის აღნიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. 1978 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღეს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ტრადიციულად საქართველოშიც ზეიმობენ. 15-24 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ტრადიციული ფესტივალი იმართება. ?მუზუმები ისევ ის ადგილია, სადაც ხელოვნების ნიმუშებს აგროვებენ? ბოლო წლებში სამუზეუმო საქმის ნამდვილი ბუმია. მხატვრული მუზეუმები საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ეს არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებია თავმოყრილი და გამოფენილი. წარსულში მუზეუმებს ორი მთავარი ამოცანა ჰქონდა: ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მათი შენახვა მომავალი თაობებისთვის. დღეს ამ ამოცანებს კიდევ ერთი დაემატა, კერძოდ, ხელოვნების წარდგენა აუდიტორიისთვის. თუ 100 წლის წინ ადამიანები მუზუმებში გამორჩეული და უცნაური ნივთების სანახავად მიდიოდნენ, დღეს ისინი მუზეუმებში ხელოვნების ნამუშევრების ისტორიის გასაცნობად მიდიან. მუზუმები მულტიმედიურ ცენტრებად და საგანმანათლებლო კლუბებად გარდაიქმნება. ?რა ახალი მიმართულებებია? ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. მაგალითად, ოპ-არტი - აქ მხატვრები ოპტიკურ ილუზიებთან მუშაობენ და საინს-არტი, სადაც სამეცნიერო კვლევა თანამედროვე ხელოვნების ობიექტი ხდება. ბოლო წლებში ასევე აქტიურად ვითარდება მედიახელოვნება. ის იქმნება კომპიუტერული გრაფიკის, ნეიროქსელების, რობოტების ტექნიკითა და პროგრამული ბოტებითაც კი. ინტერაქტიულ გამოფენებზე ნამუშევრების დემონსტრაციისთვის იყენებენ ვირტუალური რეალობის სათვალეებს, პროექტორებს, სენსორებს და სხვა ტექნოლოგიებს. ახლახან Christieʼs აუქციონმა პირველად წარადგინა ნახატი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. ?მაგრამ მუზეუმები ხომ მაინც კედლები და გამოფენილი ნამუშევრებია? ყოველთვის - არა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მუზეუმებს მკაფიო სტრუქტურა აქვთ - დარბაზები და დერეფნები, მაგრამ გამოფენიდან გამოფენამდე რაღაც ოდნავ მაინც იცვლება. გამოფენის ორგანიზატორები ახლებურად აწყობენ სამუზეუმო სივრცეს, რომ ის გამოფენის იდეას და ისტორიას შეესაბამეოდეს. მაგალითად, დარბაზის ცენტრში მოწყობილი ვიწრო მიხვეულ-მოხვეული დერეფანი. ზოგიერთი ნამუშევარი ღია სივრცეს ითხოვს, ამიტომ მათ სამუზეუმო კედლების მიღმა ფენენ. ამას ფაბლიკ-არტი ჰქვია - ხელოვნებას წარადგენენ პირდაპირ ქუჩებში, მოედნებზე და სადგურებში, და ზოგადად, თანამედროვე მუზეუმებს მხოლოდ ხელოვნებისთვის არ სტუმრობენ. ?ხელოვნებისთვის თუ არა, მაშინ რისთვის? დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. ადრე მუზუმში ვიზიტი ნიშნავდა იმას, რომ თქვენ მთელი დღის განმავლობაში უნდა გევლოთ დარბაზებში, წყლის, საჭმლის და ჩამოსაჯდომი ადგილის გარეშე. თანამედროვე მუზუმები ადამიანებს დაუახლოვდა - მუზუმში ვიზიტი კინოში ან თეტრში წასვლას ჰგავს. ბევრ მუზუმს თავისი ბიბლიოთეკა, კაფე და კინოდარბაზი აქვს. ასევე ბოლო დროს მუზეუმები საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან - იქ აწყობენ კონფერენციებს, ლექციებს და მრგვალ მაგიდებს. ზოგჯერ მხოლოდ მუზუმების შენობების თვალიერებაც საინტერესოა - ისინიც თავის მხრივ არტ-ობიექტებია. ?ეს როგორ? სამუზეუმო არქიტექტურის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობდა (მან მემკვიდრეობად სასახლეების და ტაძრების არქიტექტურა მიიღო), ბევრი მხატვრული მუზეუმი კი ცნობილმა არქიტექტორმა ააშენა. მაგალითად, 20 წლის წინ დიდი აღტაცება გამოიწვია ბილბაოში გუგენჰაიმის მუზეუმმა - დეკონსტრუქტივიზმის სტილში აგებულმა ეფექტურმა შენობამ, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ გერიმ მოიგონა. დღეს მისი პროექტის თანახმად აშენებენ არტ-ცენტრს Luma Arles - არანაკლებ შთამბეჭდავ ასიმეტრიულ ლითონის ნაგებობას. ასევე არქიტექტორები აპროექტებენ არტ-სივრცეებს, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით იცვლიან ფორმას და სხვადასხვა დროს საგამოფენო ან საკონცერტო მოედნებად, თეატრალურ დარბაზებად ან წვეულებების მოსაწყობ ადგილებად გარდაქმნებიან. ?ამ ყველაფრის ნახვა ინტერნეტში შეიძლება? მუზეუმების უმრავლესობას საკუთარი ვებგვერდი აქვს, ასევე ჩნდება სულ უფრო მეტი მობილური აპლიკაცია, ინტერაქტიული გიდი, YouTube-არხი და ვირტუალური ტური მუზეუმში. ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ასობით ექსპოზიციას აერთიანებს - Google Arts & Culture-ია. გარდა კოლექციების პრეზენტაციისა მუზუმები აქვეყნებენ ლექციებს და საჯარო დისკუსიებს არტისტებთან, ხოლო მაგალითად, ნიუ-იორკის მუზეუმი MoMA გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისწავლოთ ხატვა პიკასოს და როტკოს სტილში.
0