ამბროლაურის საამართველოს უფროსის მოადგილე მიკროვატობუსს შეეჯეხა, 1 პირი დაიღუპა — პროკურატურა

ByOn.geGeorgia
0
პროკურატურის განცხადებით, ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მანქანით მიკროავტობუსს შეეხება, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ინერციით შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო მანქანას. ინციდენტი 28 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 დაშავდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამმართველოს უფროსის მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ტოიოტა ჰაილუქსის მარკის მანქანით შეეჯახა მიკროავტობუსს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მიკროავტობუსის მგზავრმა, სამმართველოს უფროსმა და მისი მანქანის არასრულწლოვანმა ორმა მგზავრმა მძიმე დაზიანებები მიიღეს.
#News
ByOn.geGeorgia
0