ილუზიების მუზეუმი

0
ილუზია, როგორც ექსპონატი. გინატრიათ ოდესმე რეალობისგან მოწყვეტა და ილუზიებში ცხოვრება? ილუზიების მუზეუმი ის ადგილია, სადაც ნამდვილად შეძლებთ ილუზიას პირდაპირ თვალებში შეხედოთ, თვალი მოატყუოთ და გონებას უამრავი შეკითხვა დაუსვათ. და, ალბათ, ისიც გინატრიათ მუზეუმში ათასობით ფოტო თავისუფლად გადაგეღოთ. როგორც ჩანს, ილუზიების მუზეუმი ამისთვისაც საუკეთესო ადგილია. ასე რომ, თუ ეძებთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დრო საინტერესოდ და სახალისოდ გაატაროთ, ილუზიების მუზეუმში მიღებული გასაოცარი შთაბეჭდილება დიდხანს გაგყვებათ. ილუზიების მუზეუმი 2019 წელს დაარსდა თბილისში და უმოკლეს დროში შეძლო ტურისტებისა თუ ადგილობრივების ყურადღების არეალში ყოფნა. მუზეუმში დაგხვდებათ უამრავი განსხვავებული სახის ინსტალაციები და თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ინფორმაციული ახსნა ექნება. შესაძლებლობა გექნებათ გაიგოთ უფრო მეტი, ვიდრე შეგიძლიათ დაინახოთ და აღიქვათ ის, რასაც თქვენი გონებას ვერ აღიქვამს. ილუზიების მუზეუმში მოგზაურობა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. მუზეუმში შეგიძლიათ დაკავდეთ თამაშით გონიერების სათამაშო ოთახში, ავარჯიშოთ გონება და გაერთოთ. მუზეუმში, ასევეა, სუვერინების მაღაზიაც, სადაც სამახსოვრო ნივთის შეძენაა შესაძლებელი. ილუზიების მუზეუმში შეგიძლიათ ღონისძიების გამართვა, დაბადების დღის გადახდა და ჯფუგური ვიზიტების დაგეგმვაც. სად მდებარეობს? ილუზიების მუზეუმი ბეთლემის ქუჩაზე ტურისტულ, თბილისის ძველ უბანში მდებარეობს. მეტეხის ხიდიდან ფეხით მაქსიმუმ 10 წუთში შეგიძლიათ ილუზიების მუზეუმში მისვლა.
#ილუზიებისმუზეუმი
#მუზეუმი
#თბილისი
#ხელოვნება
#შემეცნება
Tbilisi
0