ასტრონომებმა 12,3 მლრდ წლის წინანდელ მბრუნავ გალაქტიკას მიაგნეს

0
გალაქტიკების უმეტესობა, ჩვენი ირმის ნახტომის ჩათვლით თანდათანობით ყალიბდება და დიდ მასშტაბებს შედარებით გვიან აღწევს. თუმცა, ატაკამას დიდი მილიმეტრული/სუბმილიმეტრული ანტენათა მასივის (ALMA) მეშვეობით მკვლევრებმა მასიური მბრუნავი გალაქტიკის დისკი აღმოაჩინეს, რომელიც გალაქტიკის ფორმირების ტრადიციულ მოდელთან თანხვედრაში არ იმყოფება. გალაქტიკა DLA0817g ყველაზე შორეული მბრუნავი გალაქტიკის დისკია, რომელიც ოდესმე გამოუკვლევიათ. მასზე დაკვირვება კი სწორედ ALMA-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი. "აქამდე ჩატარებული კვლევები მსგავსი მბრუნავი, აირებით მდიდარი გალაქტიკის დისკების არსებობაზე მიგვითითებდნენ, თუმცა ახლა ALMA-ს დახმარებით ჩვენ პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს, რომ ისინი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1, 5 მლრდ წლის შემდეგ უკვე არსებობდნენ", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა მერსელ ნილმენმა.
#news
#opinion
#science
#scientists
#cosmos
Tbilisi
Senaki
0