მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა 8 დიდი ქალაქში ძალაში რჩება

0
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში ძალაში რჩება. "ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპროტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვეა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.
0