0
26 მაისი! საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! დღე რომლითაც დავიბრუნეთ ღირსება, დიდება, თავისუფლება, სიამაყე, რწმენა და საკუთარი სახელმწიფოს, საკუთრების შეგრძნების უფლება! დიდება გმირებს, ვინც გაბედა შესწინააღმდეგებოდა დამპყრობელს, ვისი სულისკვეთებითაც განთავისუფლდა ერი მტრის მონობისგან, ვისი შეუპოვარი მცდელობების წყალობით შვება იგრძნო ქართულმა ჯიშმა, ქართულმა კულტურამ, მათი უანგარო, პატრიოტული ღვაწლი ძალიან ძვირი-ფასი დაჯდა ქვეყნის წინაშე, რამაც შვა თავისუფლბას მოწყურებული ერის ლტოლვა ახალი, ძლიერი სახელმწიფოს განვითარებაში. მართალია სულ რაღაც 3 წელი გაგრძელდა ეს სულის ზეიმი, მაგრამ ეროვნულმა დათესილმა იდეამ თავისი მოსავალი მიიღო 50 წლის შემდეგ, დრეს ჩვენ ვართ მსოფლიო ოჯახის ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, დიდება გმირებს! სამწუხაროდ ქართველი ერი არ აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად მზად თავისუფლების იდეისთვის, 70 წლიანმა მონობამ, სხვისი სტანდარტებით ცხოვრებამ, დამპყრობლის მიწოდებულმა იდეოლოგიამ, არა დროშა, არა ჰიმნი, არა გერბი, არა მმართველი, არა პატრიარქი, არა რწმენა და ეროვნული ღირებულებების დაცვამ საზოგადოება მოაქცია ჩიხში, ქართული ჯიში შეაჩვიეს სხვის სამსახურში ყოფნას, სხვა დროშისთვის ბრძოლას, სხვა სახელმწიფოს დიდებისთვის მოღვაწეობას, სხვისი ჰიმნის ქვეშ დგომას, ქრთამით მოპოვებულ განათლებას, ეროვნული სტანდარტების უგულვებელყოფას და მტრის დაწერილი ისტორიის დაზუთხვას, ასეთმა 70_მა წელმა ქართველები მიგვიყვნა გადაჯიშებამდე, ამიტომაცაა დღეს უამრავი ღარიბი გაჭირვებული ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, ისინი უკვე გენეტიკურად მიეჩვივნენ სხვის დაკრულზე ცხოვრებას, სხვისი იდეების განხორციელებას, უჭირთ ინიციატივების გამოხატვა, თავისუფალი ადამიანი მაინც დაშინებული და ვიღაც დიდი სახელმწიფოს დასჯის მოლოდინშია, 70 წელი_ ბავშობიდან გვასწავლიდნენ "მგელი და კრავის" ლამაზად შეფუთულ მონურ ლექსს, რომლის ავტორი ისევ და ისევ დამპყრობელი სახელმწიფოდანაა__"დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი". ამ გენეტიკური შელახვის მიუხედავად სახელმწიფოში მაინცაა ღირსეული, თამამი, შეუპოვარი, მებრძოლი ქვეყნის მამულიშვილები, რომლებიც არიან ლოკომოტივი პატრიოტული სულისკვეთებისა, რომლებიც დამოუკიდებლობის აქტის ზეწარში აღზრდილან და ხელიხელჩაკიდებულნი ქვეყანა მიყავთ დიადი კვარცხლბეკისკენ, რის თავზეც ფრიალებს ქართული დროშა, ჟღერს ქართული ჰიმნი და ცრემლმორეული პატრიოტი გულზე ხელდადებული ამაყად წარმოაჩენს თავის სახელმწიფოს. ყველას გილოცავთ ასეთი ცრემლის განცდილ ძლევამოსილებას, ვისაც კი განგიცდიათ????????
#politics
#news
0