კომუნიზმის და ფაშიზმის კოლაბორაცია ანუ რუსიზმი

0
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ევროპული ქვეყნების ტერიტორიები და მილიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა იდეოლოგიათა ომებმა, ძირითადად კი დომინირებდა გერმანული ნაციზმი, იტალიური ფაშიზმი, და საბჭოთა კავშირის კომუნიზმი, ამ სამ იდეოლოგიას შორის არის მცირედი საერთო თუმცა უმეტესწილად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ჩვენ ვინც ახლა ამას ვკითხულობთ არ შევსწრებივართ ამ იდეოლოგიათა არსებულ ან არ არსებულ სიბოროტეებს ან სიკეთეებს, გვიწევს იმის შეფასება რაც ჩვენამდე ცნობებით, ტელევიზიებით, ინტერნეტით ან სხვა საინფორმაციო საშუალებით მოვიდა. რთულია შევაფასოთ ზუსტად და ადეკვატურად იმ დროინდელი მოქმედებები და მოვლენები, თუმცა გარკვეული წარმოდგენა გვაქვს კომუნიზმზე, რადგან უფროს თაობებს უცხოვრიათ კომუნისტურ რეჟიმში. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ იდეოლოგიათა შემქმნელებიდან თითქმის ყველა გასამართლდა შესაძლო დანაშაულისთვის, გარდა კომუნისტებისა, რომელთაც სიბოროტეების მიუხედავად დარჩათ დიდება საბჭოთა ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში.
თანამედროვე მსოფლიო ისე მოეწყო რომ თავად ფაშისტური რუსეთი სხვას სდებს ბრალს ფაშიზმში, კერძოდ უკრაინას, უფრო ზუსტად კი ზელენსკის, არადა ზელენსკის და უკრაინის პრემიერ მინისტრის სისხლში ებრაული სისხლი ურევია და არ მოუხდენია სხვა ქვეყნის ოკუპაცია ან ანექსია, განსხვავებით პუტინის რუსეთისა, რომელმაც გაწირა უკრაინა სამოქალაქო ომისთვის და არეულ, დასუსტებულ ქვეყანაში სამხედრო აგრესია აწარმოა. რუსეთმა მოახერხა ყირიმის ანექსია, სეპარატიზმი გააღვივა ლუგანსკსა და დონეცკში, იმ მიწებზე სადაც რუსმა სტალინმა მილიონობით უკრაინელი შიმშილით დახოცა, მიწაზე სადაც მიცვალებულ თუ ცოცხალ უკრაინელებს საერთო სამარხში ასაფლავებდნენ, სეპარატიზმის გაღვივება კი ფაშისტური რუსეთისთვის არახალია, რუსეთი ყველგან იცავს სეპარატისტს, დნესტრისპირეთში, სამაჩაბლოში, აფხაზეთში თუ აზერბაიჯანულ ყარაბაღში, მხოლოდ იმას კლავს ვინც მის ისტორიულ მიწაზე სამართლიანად ითხოვს დამოუკიდებლობას, მაგალითად ინგუშებს, ჩერქეზებს თუ ჩეჩნებს. რუსიზმი ესაა ფაშიზმისა და კომუნიზმის გარკვეული ელემენტების შერწყმა, იმ შემთხვევაში კი თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება საიდან ფაშიზმი?_ო გაიხსენეთ თუ რა პატივით გადაასვენეს მუსოლინის ფანატიკოსი ივან ილინინი მოსკოვში და როგორ ხშირად იმეორებენ რუსი მაღალჩინოსნები გერმანელებისგან დაწუნებული იდეოლოგის ფრაზებს.
#ისტორია
#პოლიტიკა
#იდეოლოგია
0