დღეს, 26 მაისი , საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო 26 მაისთან დაკავშირებით პირველად ღონისძიებები არ გაიმართება. მარნეულიც მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავდა ამ დღეს, თუმცა წელს სიმბოლურად მხოლოდ დროშები დაკიდეს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა.
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90, 3 %-მა, რომელთაგან 98, 9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიიღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობიდან 102 წელი გავიდა
#26მაისი
#დამოუკიდებებულება
#მარნეული
#
MarneuliDaily