ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ზუგდიდში არსებული ძეგლები ყვავილებით შეამკო.

0
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან, გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავასა და პოლიტიკური ლიდერის, სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო. დღეს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას 81 წლის იუბილეც აღინიშნება. ზუგდიდის მერი, გიორგი შენგელია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ. ზუგდიდში და სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოსებ ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი.“ ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, მოადგილეებთან ბესიკ ჭეჟიასთან და თაზო ფაცაციასთან ერთად, ილია ჭავჭავაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლები ყვავილებით შეამკეს.
#ზუგდიდი
#ზუგდიდისმერია
#ძეგლები
#ზუგდიდსმერი
#საქართველოსდამოუკიდებლობისდღე
#zugdididaily
0