ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე ტალღის თაობაზე

0
ამჟამად მსოფლიო, კორონავირუსული პანდემიის პირველი ტალღის ეტაპზეა და არსებობს რისკი, რომ მეორე ტალღის ნაცვლად, ინფიცირების მეორე პიკი განხორციელდეს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ახლა ვართ დაავადების არა მეორე ეტაპზე, არამედ პირველი ეტაპის შუაში. თითოეულ ქვეყანაში ინფიცირებული მოსახლეობის რეალური რაოდენობა შედარებით მცირეა. როდესაც ვსაუბრობთ ინფიცირების მეორე ტალღაზე, კლასიკური გაგებით ყოველთვის ვგულისხმობთ, რომ ამჟამად გვაქვს პირველი ტალღა, რომელიც თანდათანობით კლებისკენ მიდის და რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი“, - განაცხადა რაიანმა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტულ ქვეყნებში ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, საკითხი ფართო ჭრილში უნდა იყოს განხილული და შეფასდეს ისე, რომ პირველი ეტაპი ჯერჯერობით არ დასრულებულა. „უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადებამ ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ იფეთქოს. ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა შეუძლებელია იმაზე, რომ რადგან დაავადება უკან იხევს, საბოლოოდ დამარცხდება და ჩვენ ამ დროს გვექნება რამდენიმე თვე მეორე ეტაპისთვის მოსამზადებლად. არც ისაა გამორიცხული, რომ მეორე ტალღის დროს, მეორე პიკიც მივიღოთ. აღნიშნული მანამდე სხვა პანდემიების დროსაც მოხდა, მაგალითად 1919 წელს ე.წ. ესპანური გრიპის („ისპანკა“) დროსაც. შესაბამისად, ისეც შეიძლება გამოვიდეს, რომ მივიღოთ მეორე პიკი, მეორე ეტაპის განხორციელების გარეშეც“, - დაამატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მაიკლ რაიანმა საუბრის ბოლოს აღნიშნა, რომ მეორე ტალღის ალბათობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს (და გართულდეს) წლის ბოლოსთან, „გრიპის სეზონზე“. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#WHO
#coronavirus
#pandemic
#second
#wave
#headline
0