მესტიაში უხვმა ნალექმა ერთი ოჯახი გარესამყარო მოწყვიტა.

0
მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. კერძოდ, ვედში ერთი ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოჯახი განსახლებას ექვემდებარება და ახლა სწორედ ამ საკითხებზე მუშაობენ. უხვი ნალექის შედეგად სახლი არ დაზიანებულა, თუმცა ის საფრთხის ზონაში რჩება. შიდა გზები დაზიანდა სოფელ ხევრაშიც და აღდგენის სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება. ამასთან დაკავშირებით მესტიის საკრებულოს წევრი განცხადებას აკეთებს : "ცალკეულ სოფლებში, განსაკუთრებით სოფელ ვედში, სადაც წვიმის დროს ტრადიციულად ღელეები დიდდება, განტვირთვას ვაკეთებთ მანამ, სანამ ასეთი ამინდები დადგება. ამ განტვირთვის შედეგია ის, რომ არასდროს მსხვერპლი არ მოჰყოლია და სერიოზული ზიანი. ასეთი ადიდების დროს ბოგირები წყალს მიაქვს და გზები იხერგება. "
#მესტია
#სამეგრელოზემოსვანეთი
#ვედი
#საფრთხისზონა
#zugdididaily
0