აჭარაში შეზღუდვები ამოქმედდა ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო

0
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მომატების გამო, დღეიდან, 25 სექტემბრიდან აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. 26 სექტემბრიდან დროებით შეწყდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლაც. დღეიდან რეგიონში რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებენ. აჭარის სასწავლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე დარჩებიან 1 ოქტომბრის შემდეგაც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირდა 1650-ზე მეტი ადამიანი. რეგიონიდან გარდაცვლილია 4 პაციენტი - სამი ბათუმის და ერთი ქუთაისის კლინიკებში. https://www.radiotavisupleba.ge/a/30857064.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)
0