0
ქართველი მწვრთნელის უპრეცედენტო საქციელი, რომელმაც ნორვეგიელები გადარია???? მას შემდეგ, რაც ევროპაში უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ხშირად გაიგონებთ: უცხოეთში ქართველებმა (მათ შორის სპორტსმენებმა) ესა და ეს დანაშაული ჩაიდინეს და შეიძლება უვიზო რეჟიმს საფრთხე დაემუქროსო. მადლობა ღმერთს, დამნაშავეები არა არიან ბევრნი (სტატისტიკას გადავხედე და ქართველებს, მაგალითად გერმანიაში ბალტიისპირელებიც, რუსებიც, უკრაინელებიც და მოლდოველებიც "სჯობნიან" დანაშაულებრივ საქმიანობაში), მაგრამ საპისრისპირო უამრავი მაგალითებიც გვაქვს და მინდა ჩემი თვალით ნანახ ასეთ პიროვნებაზე მოგითხროთ: მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა საფეხბურთო ტურნირზე - "დანა კაპზე" 1997 წელს დაბადებულთა ტურნირის 1/32-ფინალში "ვიტ ჯორჯიას" და ნორვეგიულ "სკანდსმოს" შეხვედრაში ისეთი რამე მოხდა, ტურნირის ჟიური საგანგებოდ შეიკრიბა და ქართული გუნდებისთვის მეტად უჩვეულო და საამაყო განჩინება გამოიტანა - ფეარ ფლეის სპეციალური პრიზი გადმოგვცა. ნორვეგიელები ორი ავტობუსით წამოსულან თამაშზე და ერთს დაუგვიანია, ამიტომ მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. როცა ჩვენმა მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა იკითხა, რა ხდებაო, მსაჯმა უთხრა – მატჩს ვერ გადავდებ, 9 კაცით ითამაშებენ, თქვენ კი ჩვეულებისამებრ, 11 ფეხბურთელი გამოიყვანეთო. ზაზამ თარჯიმნის პირით უთხრა – ჩემს ცხოვრებაში არაკაცური არაფერი ჩამიდენია და არც ეგეთი მოგება მინდა, დაველოდოთო! მსაჯმა არ ქნა, განრიგს ვერ დავარღვევო. მაშინ დიდებაშვილმა 2 კაცი მოაკლო გუნდს და 9 კაცითვე დაიწყო თამაში! ნორვეგიელები გადაირივნენ, მობილურები მოიმარჯვეს და ყველამ რეკვა ატეხა - როგორც აღმოჩნდა, დანიის და ნორვეგიის ფედერაციებში რეკავდნენ, მსგავსი საქციელი არ გვახსოვს და მადლობა გვინდა ოფიციალურად გამოვუცხადოთო! დანა ქაფის ჟიურიმ კი მატჩის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა – ამ ტურნირის 30-წლიან ისტორიაში მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ქართველი მწვრთნელი ფეარ პლეის საგანგებო თასით დავაჯილდოვოთო! სხვათაშორის იმ ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში ჩვენებმა "სკანდსმო" 3:2 დაამარცხეს... პირადად დავესწარი ზაზას დაჯილდოებას დიდი თასით და ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მითხრა - ეს ის მწვრთნელი არ არის, გატენილი საფულე რომ იპოვა და მაშინვე ჟიურიში მოიტანა და პატრონს გადავეცითო!!! ზაზა "ვიტ ჯორჯიას" ახალგაზრდული გუნდით (2002-2003 წლიანები) წელს 25-ედ მიემგზავრება სკანდინავიაში, სადაც ჯერ შვედეთის "გოტია ქაფზე" სცდის ბედს (გეტებორგში რომ იმართება 110 სტადიონზე და 1 700 გუნდი მონაწილეობს), მერე კი დანიაში პატარა ქალაქ ჰიორჰინგში, 1 000 გუნდიან "დანა კაპზე" გამოვა, რომელიც ექვსჯერ აქვს მოგებული! მამუკა კვარაცხელია
0