დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ

0
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას. 26 მაისი საქართველოს ღირსების და იმედის დღეა. 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად გაფორმებული გამარჯვების მთავარი იდეური წინამძღვარი IX-X საუკუნეების საქართველოში უნდა ვეძიოთ, იმ დროში, როდესაც დაიწყო ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. რადგანაც მთლიანი საქართველოს იდეა, ენისა და ტერიტორიის ერთიანობის საფუძველს დამყარებული არასოდეს ჩამქრალა, ისევე როგორც არ ჩამქრალა დამპყრობლისაგან გამიჯვნის მუდმივი სურვილი – არც XV საუკუნეში, არც XVI _XVIII საუკუნეებში, არც XIX საუკუნეში, როდესაც ქართველობისა და საქართველოს გადარჩენის კონკრეტულ ამოცანად ქცეულმა, მან კიდევ უფრო დიდი, ყველაზე დიდი, მიზანი შეიძინა და გაიმარჯვა XX საუკუნის დამდეგს. ილია კი რომელიც XIX-XX სააუკუნეებში მთავარი იდეის მედროშე იყო, თავისი მრავალმხრივი საქმიანობით შორეულ საუკუნეებში არსებილ იდეას მოუყარა თავი. სამწუხაროდ 1918 წელს ილია აღარავის გახსენებია და ჩეული უმადურობა გამოიჩინეს მის მიმართ. 1918 წელს მიიღეს საბჭოთა რუსეთის კონსტიტუცია. როცა ნოე ჟორდანიას ამ კონსტიტუციის შესახებ აზრი ჰკითხეს მან ასე უპასუხა: , , ველურ ქვეყანას ველური კონსტიტუცია სჭირდება.” ნოე ჟორდანიასვე ეკუთვნის შესანიშნავი გამოთქმა: , , ბოლშევიზმი ამ ქვეყანად დასტოვებს მხოლოდ საფლავის ქვას, რომელზედაც შთამომავლობა ასეთ წარწერას გააკეთებს: აქ განისვენებს რუსული ნიჰილიზმი”. საინტერესოა იმ პერიოდის გამოჩენილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დისწულის კონსტანტინე აფხაზის ნათქვამი: , , ბოლშევიკებმა რუსეთი ლაბორატორიად აქციეს, სადაც ცდებს ადამიანებზე ატარებენო”. ჟორდანიასეული შეფასება მგონი მაგ ქვეყნისათვის დღესაც კლასიკად რჩება. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს, სამწუხაროდ საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა. კვლავ ტერიტორიების მოწიწკვნის დილემის წინაშე.
0