უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდ. თუმცა, მას შემდეგ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფისქსირა, [6] ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი ამ სოფელს გადაეცა.
უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის უღვირის უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანარჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.
უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი
#travel
#travelwithme
#travelwithkato
#travelling
#lovetravelling
#georgia
#travelingeorgia
#svaneti
#ushguli
#beauty
#village
#goodplaces
#mountain
#photo
#high
Ushguli