2 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
Marika Chantladze
Tbilisi · 1 year ago

ჩემი მეგობარია😍


Marika Chantladze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Marika Chantladze
Tbilisi, Georgia · 1 year ago
🌸🌸🌸ჩემი ანძა
My Vision
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ასწავლეთ, სწამდეს საკუთარი თავის!
პანდემიის პირობებში ძალიან რთული მისიის შესრულება მოუწიათ მასწავლებლებსაც, სრულიად ახალ მოდელზე გადაწყობა არც თუ ისე ადვილად გასამკლავებელი აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ მათ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეს. როდესაც მასწავლებლების როლზე ვფიქრობ მახსენდება ის ცნობილი წერილი რომელსაც აქვე გთავაზობთ, მათი როლი , მისია მართლაც ძალიან დიდია ოჯახთან ერთად ბავშვის ფორმირების საკითხში. წარმატებები მათ! “ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის. ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით. ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს. ყოველი თავგადასავალი გულისხმობს ომს, ტრაგედიასა და ტკივილს. ცხოვრების გზის გასავლელად მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად. ასწავლეთ მას,რომ ყოველი მტრის წილ ერთი მეგობარია. მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ყოველი ადამიანი არ არის მართალი. თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ ყოველი არამზადის საპირწონედ გმირიც არსებობს. ყოველი უღირსი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი. ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს. ასწავლეთ, რომ ჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს. ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, რომ ისიამოვნოს გამარჯვებით. ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს – უხეშობა უხეშ ადამიანებთან. გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი. თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის. ასწავლეთ, რომ დამარცხებაში შეიძლება იყოს დიდება, და სასოწარკვეთილება – წარმატებაში. ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს. დაანახვეთ, გეთაყვა, წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან. ეცადეთ, შესძინოთ მას სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს. ასწავლეთ თითოეული ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ. ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება. მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი. უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღმერთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს. ეგებ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. აბრაამ ლინკოლნი
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 2 months ago
რატომ “caudalíe” და სად ღირს მისი შეძენა საქართველოში.my top one brand.
“Caudalíe” ეს ის ბრენდია რომლის გაგონებაც ბედნიერს მხდის,ის გამოირჩევა მისი ეფექტურობით,ბუნებრივი ინფრედიენტებით, მსუბუქი ტექსტურით და ხარისხით.საფრანგეთში დაბადებული ქალების განუყრელი მეგობარია❤️ კოდალის ფართო ასორტიმენტი გვთავაზობს მოვუაროთ კანს პროფესიონალირად და რაც მთავარია ეფექტურად.კოდალს მრავალი ხაზი აქვს და გვთავაზობს მოვუაროთ და დავატენიანოთ ნებისმიერი ტიპის კანი.რაც მთავარია არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და დანამატებს რაც ერთიორად ზრდის მის სანდოობას,რადგან სამწუხაროდ დღეს ძალიან ცოტა კოსმეტიკური თუ თავის მოვლის საშუალების ბრენდს შევხვდებით ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულს კოდალი აქტიურად დამეხმარს აკნეს დამარცხებაში და ჩემი ცხიმიანი კანის მორჯულებაში❤️ კოდალის ბესტცელერი მისი “სილამაზის ელექსირია”რომელიც ერთდროულად ატენიანებს კანს,აუმჯობესებს მის ფერს,ავსებს მას ვიტამინებით და აფიქსირება მაკიაჟს,მოკლედ ეს ის ნივთია რაც ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს თან. როგორ შევიძინოთ და სად ღირს მისი შეაძენა საქართველოში? საქართველოში მისი შეძენა რამდენიმე სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ,მაგრამ ყველაზე კარგ და ხელმისაწვდომ ფასს “პსპ” გვთავაზობს და ამ ყველაფერს ემატება ფასდაკლებები რომლებიც ძალიან სშირად არის ამ სააფთიაქო ქსელში და საოცრად დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინო კოდალის პროდუქცია😌 1-7 მაისის ჩათვლით პსპ გვთავაზობს -35% ფასდაკლებას “ფრანგულ დღეებთან” დაკავშირებით ამიტომ თუ გსურთ კოდალის შეძენა დატესტვა ან დაგიმთავრდათ და ეძებთ შეგიძლიათ ახლავე (ნუ ახლა ვერა 20:33 ია🤔) ხვალვვე ეწვიოთ პსპ-ს❤️❤️ #caudalíe#skincare #selfcare #პსპ Tbilisi
Roma Ratiani
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ნანი: რონალდუს ბევრი ვასწავლე
პორტუგალიის ნაკრებისა და ორლანდო სიტის შემტევმა, ლუიშ ნანიმ, ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია. ​"კარში დე ხეას ჩავაყენებდი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია. დავიდი ჩემი კარგი მეგობარია, თუმცა, ჩემი აზრით, მან სათვალე უნდა ატაროს - მას არც ისე კარგი მხედველობა აქვს. დეკუ ჩემი ერთ-ერთი კუმირია. მან უამრავი რამ მასწავლა. დაცვაში ბრუნუ ალვეშს დავაყენებდი. ცენტრალური მცველისთვის ის ზედმეტად ტექნიკურია - თუ ფეხბურთია სათამაშო, ის ითამაშებს, ხოლო თუ მეტოქის გეგმის ჩაშლაა საჭირო, მას არც ეს გაუჭირდება. რაც შეეხება რონალდუს - მისი მთავარი პლუსი სწრაფი ფეხებია, რაც მან ჩემგან აითვისა. კრიშტიანუ თავადაც ხვდება, მან ჩემგან ბევრი რამ ისწავლა (იცინის)", - თქვა ნანიმ. შეგახსენებთ, კარიერის განმავლობაში პორტუგალიელმა შემტევმა სპორტინგის, მანჩესტერ იუნაიტედის, ფენერბაჰჩეს, ვალენსიას და ლაციოს ღირსებას იცავდა. ამჟამად ის MLS-ში ასპარეზობს.#ფეხბურთი #სპორტი #ლუიშნანი #რონალდუ #პორტუგალია #football #sport #ronaldo #news #opinion #business
Zugdidelebi. Ge
Batumi, Georgia · 2 weeks ago
ზურაბ გულორდავა: მინდა, ზუგდიდის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო
კოსტავას ქუჩაზე, N54-ში, სავაჭრო-საოფისე ცენტრ “კოლხას” მესამე სართულზე, მდებარეობს შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედი”. ეს ცენტრი, მისმა დირექტორმა ზურაბ გულორდავამ, 2006 წელს, შვილთან, ზურიკო გულორდავასთან ერთად დააფუძნა. ზურიკო ცენტრის მენეჯერია, იმავდროულად, თეორიულ სწავლებასაც ხელმძღვანელობს. მამა-შვილს უყვართ თავიანთი საქმე და მსმენელებიც ემადლიერებიან. ზურაბ გულორდავა: – დავიბადე 1954 წლის 18 იანვარს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. მამა ადრე გარდამეცვალა. ხუთი მცირეწლოვანი შვილით ხელში დარჩა დედაჩემი, მაგრამ იმდენი იღვაწა, ყველა კეთილსინდისიერად და პატიოსნად აღგვზარდა. მძიმე ბავშვობა მქონდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ სიძნელეები… 35 წელზე მეტია, ზუგდიდის 103-ე პროფესიული სასწავლებლიდან დაწყებული, ვემსახურები ახალგაზრდობის აღზრის საქმეს, შემიძლია ვიამაყო მათთან ურთიერთობებით. თუმცა, საზოგადოება ჭრელია, ამდენად შეიძლება იყოს უსამართლო შეფასებებიც იმ ნაწილისაგან, რომლებიც თვითონ ვერ აცნობიერებენ სამართალს და უსამართლობას. ასეთი შეფასებებისგან სამწუხაროდ, არავინ არ ვართ დაზღვეულები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მიუხედავად რამდენიმე შემოთავაზებისა, არასდროს არ მიფიქრია სხვა სფეროში გამეგრძელებინა მუშაობა. კეთილსინდისიერი და პროფესიონალი თანამშრომლების გვერდით ვარ, მათ ნამდვილად ვერ გავემიჯნები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. – ბატონო, ზურაბ, “იმედი“ რა ახალ სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს პოსტკორონა რეჟიმში? მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრის კლას-კაბინეტში – შ.პ.ს. “მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრის “იმედის” ბაზაზე არსებული ავტოსკოლა დაფუძნდა 2006 წელს. ავტოსკოლას გააჩნია სასწავლო კლას-კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო თვალსაჩინოებებით და ლიტერატურით. გააჩნია სახელმწიფო სტანდარტის ავტოდრომი, სასწავლო მანქანები, ვამზადებთ ყველა კატეგორიის მძღოლობის კანდიდატებს, სწავლება გათვლილია 15-დან 36 კალენდარულ დღეზე. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით, ავტოსკოლას მინიჭებული აქვს 2014-2015 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საწარმოებს შორის რეიტინგი “ოქრო“. – რადგან საჭესთან ქალი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, მძღოლობის მსურველი ქალების რაოდენობა ალბათ გაიზარდა… და საერთოდ, რამდენ ხანში შეიძლება მართვის მოწმობის აღება… -მართვის მოწმობის აღების დრო ინდივიდუალურია. უფრო მეტად მოთხოვნა არის B კატეგორიაზე, სადაც ქალი კანდიდატების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს მისასალმებელია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდების დონე იმდენად დაბალია, რომ მათ კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფო მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებს. ჩვენი ავტოსკოლის კურსდამთავრებულების 80-85% პირველ ცდაზე აბარებს გამოცდას. ხაზი მინდა გავუსვა ხშირ ავტოსაგზაო შემთხვევებს, რაც ძირითადად, თვითნასწავლი, არაკვალიფიციურად მომზადებული მძღოლების ხარჯზე მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტოსკოლებმა უნდა აიღონ კომპეტენტურად სწავლების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე… -კვალიფიციურად მომზადებული მძღოლი ალბათ, არის გარანტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების… –მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძირითად მიზეზს, რაც იწვევეს ავტოსაგზაო შემთხვევებს და ჩრდილს აყენებს ავტოსკოლაში დასაქმებულთა ავტორიტეტს. კერძოდ, 2005 წელს, ლიცენზიერებისა და ნებართვების შესახებ, საქართველოს კანონში (მუხლი 6. პუნქტი 25) ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების გაუქმებამ, ხელი შეუწყო უსახური სკოლებისა და რეპეტიტორის ინსტიტუტის აღმოცენებას, რაც პირდაპირ აისახა სწავლების ხარისხზე, ასევე 2007 წელს, ძალადაკარგულად გამოცხადდა მძღოლის პროფესიაში, პროფესიული სტანდარტისა და სასწავლო პროგრამების არსებობა. დღემდე, ძველი შემორჩენილი ლიტერატურით, ვახერხებთ მივაწოდოთ ცოდნა იმ თითო-ოროლა მსმენელს, რომლებიც პროფესიისადმი სიყვარულითა და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებით თუ მოაკითხავენ ავტოსკოლას. 2014 წლიდან, საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციასთან ერთად, რომლის გამგეობის წევრი მე გახლავართ, ვის არ მივმართეთ, იყო შეპირება, რომ საკითხი მოგვარდებოდა, ამოქმედდებოდა მე-60 მუხლის, პირველი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს ავტოსკოლების ქსელის მოწესრიგებას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. გარდა ამისა, არის პრინციპულად საჭირო საკითხები, რომლებიც აუცილებელ გადაწყვეტას საჭიროებს ამ დარგში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ასოციაციის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს, არ იქნება იგნორირებული. გარწმუნებთ, რომ ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. კვალიფიციური მძღოლების მომზადებისაკენ. კვალიფიციურად მომზადებული მძღოლი კი, არის გარანტი ნაკლები ავტოსაგზაო შემთხვევების. გამომდინარე აქედან, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება, პედაგოგი-ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლება, საგამოცდო სისტემის სრულყოფა და დაახლოება ევროპულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. უნდა მოხდეს დარგის ერთ საზედამხედველო სივრცეში მოქცევა. საბედნიეროდ, საქართველოში, არიან ძველი და ახალი თაობის პროფესიონალი სპეციალისტები ამ დარგში, რომლებიც იტყვიან თავიანთ გადამწყვეტ სიტყვას. შეგიძლიათ გვენდოთ. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს უსაფრთხო მოძრაობისთვის გადადგმულ ნაბიჯს. -დატვირთული დღის წესრიგი გაქვთ, მოგვიყევით, როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურსა და ოჯახს ისე, რომ ორივეგან იყოთ წარმატებული? – საქმეს ემოციურობა არ უხდება, ვცდილობ, ყოველთვის თავი შევიკავო, რასაც ვახერხებ კიდეც და ჩემი სამსახურებრივი წარმატების ერთ-ერთ მიზეზადაც ამას ვთვლი. რაც შეეხება, თავისუფალ დროს, ცოტა მაქვს. თუ მაქვს, ძირითადად, ოჯახს, მეგობრებს ვუთმობ. შეყვარებული ვარ ჩემს სოფელზე და თანასოფლელებზე. არაფერს არ ვიშურებ მათთვის. მინდა, შეძლებისდაგვარად, გვერდში დავუდგე მათ და გავამხნევო. -რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი… როგორი მეუღლე, მამა და ბაბუა ხართ? ზურაბ გულორდავა: “ჩემი მეუღლე ნონა ჯანაშია პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.” -ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. ჩემი მეუღლე ნონა ჯანაშია პროფესიით ბუღალტერია, მაგრამ ამჟამად დიასახლისია. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი: ზურიკო და სოფიკო, ორივე დაოჯახებულები არიან. ზურიკო გულორდავა მეუღლესთან თამუნა მიქავასთან და შვილებთან: ნიაკოსთან და ნიკოლოზთან. ზურიკოს მეუღლეა თამუნა მიქავა. ჰყავს ორი შვილი: ნიაკო და ნიკოლოზი. სოფიკოს მეუღლეა კობა ჩიკვატია და ჰყავთ სამი შვილი. მათ შორის ტყუპები მარი და მართა და უმცროსი ვაჟი ლაზარე. -ბატონო ზურაბ, რა თვისება არ მოგწონთ ადამიანში? -ადამიანში არ მომწონს უმადურობა, ორპირობა და სიკეთის არ დანახვა. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც უკან მოუხედავად ყველაფერზე მიდიან ოღონდ თავიანთი კარიერა მოიწყონ, ამით ისინი ზიანს აყენებენ საკუთარ თავს და გარშემო მყოფთ. ვერ გრძნობენ, რომ მოტყუებულები რჩებიან. -რას გვეტყვით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე… -რთული პერიოდი დაგვიდგა… მსოფლიოს ძალიან გაუჭირდა. პანდემიამ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. მაგრამ იმედია, ერთობით და ჩვენი ძალისხმევით ამ განსაცდელსაც გადავიტანთ. აქვე, მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩვენს საიმედო მედპერსონალს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მინიმალური დანაკარგებით გავმკვლავებოდით “უხილავ მტერს“. -და ბოლოს… –ძალიან ვარ შეყვარებული ზუგდიდზე და ზუგდიდელებზე. მინდა ჩემი ქალაქი აღორძინდეს. მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ზუგდიდელებს ვუსურვებ გამძლეობას, ერთმანეთის გვერდში დგომას და იმ ტრადიციების და სიყვარულის უფრო გაძლიერებას, რასაც ზუგდიდელები ავლენდნენ თავის დროზე. სამწუხაროდ, რაღაც უკამარისობის გრძნობა მეუფლება, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდების იმედი მაქვს. ნუ გავუშვებთ სადაავეებს ხელიდან მოვეფეროთ და მივუტევოთ ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. -წარმატებებს გისურვებთ. “ზუგდიდელები”
Marika Chantladze
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ვერა🌸🌸🌸
Marika Chantladze
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ქართული სოციალური ქსელი- სიამაყე, სიყვარული, ინტერესი, სითბო-ყველაფერი ერთად მომეძალა. წარმატებები მინდა გისურვოთ. ბრავო!
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 5 days ago
ბილანიშვილის ადვოკატის თქმით, გამომძიებლებმა დაადგინეს თეთრპერანგიანი პირის ვინაობა
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაბარებული ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს" ადვოკატი თამარ აბესაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი და „ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხოდ გამოცხადდა“ შს სამინისტროში. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, რომ წარადგინა ტელეფონის დეტალური ამონაწერი, ასევე სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ „ავთანდილ ბილანიშვილი იმ დროს, იმ პერიოდში იქ არ იმყოფებოდა, არ გასულა საერთოდ უბნიდან“. ბილანიშვილის ინტერესების დამცველმა მედიას აცნობა, რომ ამ წუთებში გამომძიებლებმა დაადგინეს თეთრპერანგიანი პირის ვინაობა. „სახელი და გვარი ჩემთვის უცნობია“, - აღნიშნა აბესაძემ. ადვოკატის თქმით, მასზე ამბობდა „მთავარი არხი“, რომ თითქოს ის არის ავთანდილ ბილანიშვილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გავრცელების გამო დაიბარეს. „მთავარმა არხმა" ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავს, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია. არხმა ბილანიშვილი კიდევ ერთხელ გუშინ, 7 ივლისს ახსენა. გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. „მთავარი არხის" ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება. 19 წლის შაქარაშვილის კვალი 18 ივნისს დაბადების დღის წვეულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაიკარგა და ის 4 დღის შემდეგ წყალში იპოვეს. ექპერტიზას მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუდგენია. უშუალოდ მისი გარდაცვალების საქმეზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა იმ ღამით მომხდარი ჩხუბის გამო 17 პირს თავისუფლება აქვს აღკვეთილი. გაიგეთ მეტი შაქარაშვილის საქმის დეტალებზე#ახალი_ამბები#twitter
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
მიხეილ სააკაშვილის უკრაინული კარიერის ქრონოლოგია
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს, დღეს პოლიტიკური რეაბილიტაციის შანს კვლავაც უკრაინა აძლევს, კვლავაც ქვეყნის პირველი პირი, ამჯერად ახალი - ვოლოდიმირ ზელენსკი. მოახერხებს თუ არა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფენიქსივით ფერფლისგან აღდგენასა და ძალაუფლების დაბრუნებას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა მის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო და არც სააკაშვილია უკრაინისთვის ახალი ხილი - მას ამ ქვეყანასთან არაერთი ეპატაჟი და ავანტიურა აკავშირებს. ჯერ კიდევ 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადებაა. ,,ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამყარებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, რეფორმების თვალსაზრისით და ის მოიზიდავს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ამ რეფორმებისათვის“, — დაწერა მაშინ პეტრო პოროშენკომ twitter-ის საკუთარ გვერდზე. მალევე სააკაშვილმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიც დაიკავა. თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე კი პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რაც სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეობაზე ავტომატურად უარის თქმას ნიშნავდა. ,,მე მიყვარს ოდესა!”- წერს ამის შემდგომ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი და მარკ ბერნესის სიმღერას „Шаланды полные кефали“ აზიარებს, პოროშენკო კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი სტუდენტობის მეგობარია, რომელსაც შეუძლია ,,შეუძლებლიდან შესაძლებელი” შექმნას. თუმცა უკრაინის პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის სტუდენტობისდროინდელი მეგობრობა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა მალე შეიწირა. სააკაშვილმა პოროშენკო კორუფციული და კრიმინალური კლანების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა, ბრძოლის ახალი ეტაპი დააანონსა და მთავრობიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა - დააფუძნა საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“. გადადგომოან 8 თვეში პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა იმ მიზეზით, რომ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანის დროს მან სახელმწიფო ორგანოებს წარსულში ნასამართლეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აშშ-ში გაიგო და მომხდარი მის ოპოზიციურ საქმიანობას დაუკავშირა. იგი, ასევე, ირწმუნებოდა, რომ მისივე ექსტრადირებაზე პეტრო პოროშენკო 1 კვირით ადრე საქართველოში ვიზიტის დროს ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა. 2017 წლის 10 სექტემბერს სააკაშვილი უკრაინაში მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთის მხრიდან შეიჭრა. მას თან ახლდნენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, მათ შორის იულია ტიმოშენკო. სააკაშვილი კიევში გადავიდა და ოპოზიციური საქმიანობა განაგრძო, პარალელურად, სასამართლოს გზით ცდილობდა ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენას, ქვეყნის მთავრობამ კი მის წინააღმდეგ საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღძრა. სააკაშვილმა აქციები დაიწყო, გაშალა კარვები, ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს კი უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტიც მოითხოვა. მალევე იგი რეადმისიის ფარგლებში უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. ამგვარად, მიხეილ სააკაშვილი აპატრიდი ანუ მოქალაქეობის არმქონე პირი გახდა. მას მეუღლის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ცხოვრების და მუშაობის უფლების დამადასტურებელი ცნობა მისცა, თუმცაღა მიხეილ სააკაშვილის უკრაინული ვოიაჟი ამით არ დასრულებულა. 2019 წელს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. ,,მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის. დიდება უკრაინას”, – წერს ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში და კიევში მიემართება, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზების მიღება. იგი შეხვდა ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებს, თუმცა, როგორც უკრაინული მედია იუწყება, მან ფრაქციის წევრთა უმრავლესობა მხარდაჭერაში ვერ დაარწმუნა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს მკვეთრად ნეგატიური რეაქციით შეხვდა. პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად დაინიშნება, გამორიცხული არაა უკრაინაში საქართველოს ელჩი მინიმუმ კონსულტაციებისთვის გამოიწვიონ. პრემიერის თქმით, სტრატეგიული პარტნიორის მიერ საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ქვეყნის ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.#სააკაშვილი #უკრაინა #ზელენსკი #პოროშენკო #tbilisidaily
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 2 days ago
დონალდ ტრამპმა შეამსუბუქა მისი ყოფილი მრჩევლის როჯერ სტოუნის სასჯელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შეამსუბუქა საპატიმრო სასჯელი, რომელიც მისი მეგობრისა და რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი პოლიტიკოსის, როჯერ სტოუნის მიმართ 20 თებერვალს გამოიტანა სასამართლომ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სამი წლით და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე სტოუნი დამნაშავედ ცნეს კონგრესისთვის ყალბი ჩვენების მიცემაში, მართლმსაჯულების დაბრკოლებასა და მოწმეებზე ზეწოლის მოხდენაში. 14 ივლისს, 67 წლის სტოუნი, ჯორჯიის შტატის ფედერალურ ციხეში უნდა გამოცხადებულიყო, სადაც მან 40 თვიანი საპატიმრო სასჯელი უნდა მოეხადა. "როჯერ სტოუნი ახლა თავისუფალი ადამიანია!" - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ "როჯერ სტოუნს მოეპყრნენ ძალიან უსამართლოდ, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს“. რესპუბლიკური პარტიის ვეტერანი, როჯერ სტოუნი, დონალდ ტრამპის დიდი ხნის მეგობარია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ადამ შიფმა, გააკრიტიკა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ამით ტრამპმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანაში ორი მართლმსაჯულების სისტემა არსებობს: „ერთი დამნაშავე მეგიობებისათვის, მეორე კი სხვა დანარჩენებისთვის“. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტოუნმა საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოში და მასზე სრული გამართლების იმედი აქვს. მაისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის ბრალდებები მოუხსნა ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს. #ახალი_ამბები#twitter