ქალთა დღე

0
1910 წელს, კოპენჰაგენში, სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე კლარა აისნერ-ცეტკინის (გერმანიის სოციალ-დემოკრატ ქალთა მოძრაობის ხელმძღვანელი) წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დღედ - 8 მარტის დაწესების შესახებ. თარიღი შემთხვევით არჩეული არ ყოფილა. კლარა ცეტკინმა, საკუთარი ეთნიკური ტრადიციების ერთგულმა, ის დაამთხვია ებრაულ დღესასწაულ - პურიმს. სპარსეთის მეფე ქსერქსეს (ძვ.წ.486-465) ცოლად ჰყავდა ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი დიდებულის შთამომავალი - ესთერი. ძველ აღთქმაში წერია, რომ მეფემ ესთერის ებრაული წარმომავლობის შესახებ არაფერი იცოდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მეფის მრჩეველმა, ამანმა, ბაბილონის ტყვეობიდან სპარსეთში შემოხიზნულ ებრაელებზე გამწყრალმა, ქსერქსე დაარწმუნა მოურჯულებელ ებრაელთა ამოწყვეტის აუცილებლობაში. დაინიშნა დღე. საკუთარ ერზე მზრუნველმა ესთერმა მეფეს გაუმხილა თავისი წარმომავლობა და ებრაელების ხელშეუხებლობა სთხოვა. მეფემ შეუსრულა თხოვნა – ებრაელებს თავის დაცვისა და ბრძოლის უფლება მისცა იარაღით და ის ხალხი, ვისაც ებრაელები უნდა დაეხოცა, თვით ებრაელებისგან დაიხოცნენ. ამ სასწაულებრივი გადარჩენის აღსანიშნავად, ებრაელებმა დააწესეს დღესასწაული – „პურიმი“(ფურიმი) - „წილისყრის დღე“. დედოფალ ესთერის გმირობის აღსანიშნავად, ამ დღეს განსაკუთრებული პატივი და ყურადღება მიეგებათ ქალებს. რადგან პურიმის დღესასწაული მოძრავია მთვარის კალენდრის მიხედვით, სადღესასწაულოდ, ყოველი წლისათვის, დაწესდა მისი პირველი აღნიშვნის დღე – ეს პირველი თარიღი კი სწორედ 8 მარტს დაემთხვა.
0