თავისუფლების დღეს ვულოცავ საქართველოს.

0
თავისუფლებისთვის ბრძოლების ისტორიაა ჩვენი ქვეყნის ისტორია და ჩვენ ყოველთვის გვყავდა ამ ბრძოლის წინააღმდეგობის მხარე ისევე როგორც დღეს და მას ყოველთვის ეწოდებოდა მტერი ან მტრები. მტერი, რომელიც ჩვენს თავისუფლებას დღეს ემუქრება არ შეიძლება იყოს ერთდროულად მტერი, ნაკლებად მტერი ან არა მტერი. დღეს რუსეთი არის ჩვენი მტერი და თუ ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის ჩვენ უნდა მივუდგეთ რუსეთს როგორც მტერს და არა როგორც მეზობელს. ჩვენ თუ ვიბრძვით თავისუფლებისთვის არ უნდა ვუყუროთ მტერს როგორც ღვინის, ტურიზმის და სხვა პროდუქტების ბაზარს. თავისუფლებისთვის ბრძოლა უპირველესად არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და არა ეკონომიკური ან სხვა რამესთვის ხოლო უკვე შემდგომ თავად თავისუფლებას მოაქვს ყველა სხვა ის სასურველი შედეგი რასაც მოაქვს ბედნიერი ერის სახელი.
0