10 საინტერესო ფაქტი კილიან მერფის შესახებ

0
1. კინომოღვაწეობის დაწყებამდე მერფი როკვარსკვლავობაზე ოცნებობდა მერფი თავის ძმასთან, პაიდისთან ერთად უკრავდა ბენდში სახელწოდებით “The Sons of Mr. Greengenes” და ხმის ჩამწერი სტუდიის, Acid Jazz Record-ისგან დისკის ჩაწერის შემოთავაზებაც ჰქონდა. კილიანმა შეთავაზებაზე უარი იმ მიზეზებით თქვა, რომ მისი ძმა ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და თანაც, შემოთავაზებულმა ანაზღაურებამ არ დააკმაყოფილა. მუსიკა მისი ერთ-ერთი ძლიერი გატაცებაა, ის ათი წლიდან უკრავს და წერს სიმღერებს 2. ბენდი, სახელად The Sons of Mr. Greengenes მერფები The Beatles-ის დიდი მოყვარულები იყვნენ, ხოლო ბენდს სახელი თავიანთი კიდევ ერთი კერპის, ფრენკ ზაპას 1969 წლის ცნობილი სიმღერის მიხედვით დაარქვეს. ბენდში, რომელიც “სახალისო, ირონიული ტექსტებითა და უსასრულო გიტარის სოლოებით გამოირჩეოდა”, გიტარისტი სწორედ კილიანი გახლდათ. 3. კილიანი კოლეჯში სწავლის პირველ წელს ყველა გამოცდაში ჩაიჭრა კილიან მერფის იურისტობა სურდა და ამ პროფესიის შესწავლა კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCC) დაიწყო 1996 წელს. კინომოყვარულთა საბედნიეროდ, მან პირველ წელს ყველა გამოცდა ჩააფლავა, რადგან, მისივე თქმით “არავითარი მოტივაცია არ გააჩნდა”. მას შემდეგ, რაც კილიანმა “მექანიკური ფორთოხალის” სცენური ვერსია იხილა, მსახიობობით დაინტერესდა და იმავე კოლეჯში დრამის ფაკულტეტზე ჩააბარა. 4. კენ ლოუჩის ფილმში მოსახვედრად მერფიმ სინჯები ექვსჯერ გაიარა ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ გადაღებულ კენ ლოუჩის დრამაში ქარი, რომელიც ქერს არხევს დამიანის როლზე კილიანს სინჯების გავლა ექვსჯერ მოუწია. ლოუჩმა ამ ფილმის გადაღება სწორედ კორკში – კილიანის მშობლიურ ქალაქში გადაწყვიტა, რაც მსახიობისთვის დიდ კინოში მოხვედრის დიდებული შანსი იყო. 5. კილიანისთვის განსხვავებული სქესის ადამიანის განსახიერება პრობლემას არ წარმოადგენს 2005 წლის ფილმში საუზმე პლუტონზე, მერფიმ ტრანსვესტიტ პატრიკ/კიტენ ბრადენის როლი შეასრულა. თავად ფილმი ზოგიერთმა ჯგუფმა გააკრიტიკა, თუმცა კილიანის დიდებული თამაში ყველამ ერთხმად აღნიშნა. ამ როლისთვის იგი ოქროს გლობუსის ნომინანტიც იყო კატეგორიაში: მიუზიკლის ან კომედიის საუკეთესო მსახიობი. 6. 2005 წელს მან ორი ფსიქოპათის როლი ითამაშა 2005 წელი კილიან მერფისთვის ფსიქოპათური გამოდგა. მან ბრწყინვალედ ითამაშა დოქტორი ჯონათან ქრეინი (საფრთხობელა) ფილმში ბეტმენი: დასაწყისი და ჯექსონ რიპნერი წითელ თვალში. 7. ბეტმენიდან საფრთხობელამდე მერფიმ ფილმისთვის ბეტმენი: დასაწყისი თავდაპირველად ბეტმენის როლისთვის გაიარა სინჯები, მაგრამ მთავარი როლი კრისტიან ბეილს ერგო. თუმცა რეჟისორ კრისტოფერ ნოლანს მერფის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მას ბეტმენის დაუძინებელი მტრის, საფრთხობელას როლი შესთავაზა, რომელიც სერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, განვითარებადი პერსონაჟია. 8. ის მშვენივრად ერკვევა ყასბის პროფესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ვეგეტარიანელია მერფი ვეგეტარიანელია, მაგრამ ფილმში გოგონა მარგალიტის საყურით ყასბის როლისთვის გულდასმით შეისწავლა ხორცის დაჭრა. 9. მისთვის სცენა არაა შეჯიბრი, რომელშიც უნდა გაიმარჯვოს მერფი საკმაოდ კარჩაკეტილად ცხოვრობს და სელებრითი სცენის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენს. მისი აზრით, წითელი ხალიჩისკენ სწრაფვა “შეჯიბრია, რომელში გამარჯვებაც მისთვის საინტერესო არაა”. 10. კილიანი დაქორწინებულია კილიან მერფი 2004 წელს თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, მხატვარ ივონ მაკგინესზე დაქორწინდა. წყვილს ორი ვაჟი – მალაქია და არანი ჰყავს. კილიანმა და ივონმა ერთმანეთი 1996 წელს, მერფის როკბენდის ერთ-ერთ შოუზე გაიცნეს.#news #goodplaces #opinion
0