0
ღვთაებრივი დუეტი გერმანიიდან. დღეს მიუნხენის ბაიერნის მაისურით უკანასკნელი მატჩი ჩაატარეს ბუნდესლიგაში. გუშინდელივით მახსოვს მარსელის ოლიმპიკიდან გადმოსული შრამებიანი შემტევი. სააუცხოო, ბრუტალური სათამაშო სტილი და მისი წყალობით დაბრუნებული თვითრწმენა ბაიერნს. მადლობა ფრენკ! მახსოვს მოულოდნელი ტრანსფერი, სადებიუტო შეხვედრაში გატანილი 3 გოლი. მახსოვს შოკირებული მანჩესტერი და მეტყველი მზერა, მომენტი, როცა მფრინავმა ჰოლანდიელმა თავისი, ერთი შეხედვით, დრამატული ცხოვრება შეცვალა, დაამტკიცა და აჯობა თავის თავს. ეს იყო უემბლიზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მადლობა არიენ! დიდი მადლობა ბრაზილიელ რაფინიას. მახსოვს არაერთი მაღალი დონის მატჩი მისი შესრულებით, ლამთან ღირსეული ურთიერთობა და მისი საოცრად ბრაზილიური ხასიათი. დასრულდა ყველაზე მიუნხენური ეპოქა და საოცრად მწყდება გული.
0