2 votes
comments
shares
Save
Covid 19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ-ადგილები
1440 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

Covid 19-ის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან იმ პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ინფიცირებულებთან აქვთ შეხება. მასობრივი დაავადების შემთხვევები გარკვეულ ადგილებსაც უკავშირდება. ამ მხრივ, ყველას ახსოვს საკრუიზო ხომალდები. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის პროფესორი ერინ ბრომაჯი ასეთივე აკატეგრიას მიაკუთვნებს ოფისებს, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებს, წვეულებებს, დაკრძალვებსა და საგუნდო რეპეტიციებს.

ყველა ამ შემთხვევაში ინფიცირების რისკი მაღალია, რადგან ადამიანები მნიშვნელოვან დროს ატარებენ შენობაში სხვა ადამიანების კომპანიაში, რომელთა შორის შეიძლება ინფექციის მატარებლები იყვნენ. ერინ ბრომაჯის განმარტებით, მაშინაც კი თუ ინფიცირებული ადამიანი თქვენგან 15 მეტრის დაშორებით იმყოფება, როგორც ეს საგუნდო რეპეტიციის დროს ან ქოლცენტრშია, თქვენამდე მოღწეული ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა მცირეც რომ იყოს, დიდი ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში ყოფნის შედეგად „ინფექციური დოზის“ მიღება შეგიძლიათ.

როდესაც ადამიანებს მოუწევთ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ეს განსკუთღებით საშიში ზოგიერთი პროფესიისთვის იქნება. ყველაზე დიდ პრობლემას ცუდი ვენტილაციის მქონე საოფისე სივრცეები ქმნიან. პროფესორ ბრომაჯს ამის მაგალითად მოჰყავს სამხრეთ კორეა, სადაც ერთ დიდ სივრცეში მუშაობდა 216 ადამიანი, მათგან 94 COVID-19-ით დაავადდა.

განსაკუთრებულ რისკჯგუფს სტომატოლოგებიც მიეკუთვნებიან. ერინ ბრომაჯის განმარტებით, მათი მუშაობის პროცესში დიდი რაოდენობით აეროზოლური ნივთიერება წარმოიქმნება. პროფესორის თქმით, ეს საფრთხეს უქმნის არა პაციენტებს, არამედ სტომატოლოგებს. ამიტომაც ადმინისტრაციამ ამ ადამიანებს უსაფრთხო სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას.

რისკის კიდევ ერთი ჯგუფია მასწავლებლები. ისინი იძულებული არიან დახურულ სივრცეში თავიანთ მოსწავლეებთან დიდი დრო გაატარონ. ერინ ბრომაჯი პედაგოგებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს.

ერინ ბრომაჯის თქმით, მასობრივი ინფიცირების ცნობილ ეპიზოდებს შორის, ღია ცის ქვეშ ძალიან ცოტა დაფიქსირდა. ამის მიზეზია ის, რომ ქარი და გაშლილი სივრცე ვირუსის კონცენტრაციას ფანტავს, მზის შუქი, სიცხე და ტენიანობა კი მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს. დისტანციის შენარჩუნებითა და კონტაქტის ხანგრძლივობის შემცირებით, ინფიცირების რისკს თქვენ კიდევ უფრო ამცირებთ.

#news Covid19 #გავრცელებისრისკი #TbilisiDaily


Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
2
Write a comment