პიგმენტური ლაქების მოშორების უამრავი გზა სახლის პირობებში.

0
☀️მზის სხივების გააქტიურებასთან ერთად აქტიურდება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უამრავი ქალბატონის და არამარტო ქალბატონების, პიგმენური ლაქები. დღეს გასწავლით მრავალ გზას თუ როგორ შეიძლება მათი მოშორება სახლის პირობებში, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. გამათეთრებელი კრემი რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი ?2 ჩ.კ. რძის ფხვნილი ?რამდენიმე წვეთი გლიცერინი ?რამდენიმე წვეთი ლიმონი კარგად აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უმჯობესია ეს კრემი ღამით წაისვათ, დილით კი გაღვიძებისთანავე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ?ასეთი კრემი განსაკუთრებით რეკომენდირებულია საკმაოდ მუქი ლაქების წინააღმდეგ, რამდენადაც შეიცავს ნატურალურ ინგრედიენტებს, რომელიც აღიავებს და ათეთრებს კანს მკვებავი ლოსიონი ?1/4 ს.კ. დაფქული შვრია ?250 მლ. წყალი ?1 ჩ.კ. ლიმონის წვენი აურიეთ ინგრედიენტები და დაიტანეთ ლოსიონი სახეზე ყოველდღიურად მთელი კვირის მანძილზე. გაიჩერეთ 15 წუთის მანძილზე უფრო მეტი სარგებლის მისაღებად, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ? ეს ლოსიონი არაჩვეულებრივი საშუალებაა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, ასევე მკვებავი თვისებებიც გააჩნია შვრიის წყალობით, ლიმონის მეშვეობით კი კანს ასუფთავებს. ნიღაბი ?2 ს.კ. დაფქული ფორთოხლის კანი ?1 ს.კ. რძე ?რამდენიმე წვეთი გლიცერინი დაიდეთ ნიღაბი სახეზე და დატოვეთ სრულ გაშრობამდე, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ? ძალიან ეფექტური და ეკონომიური ნიღაბი, რომელიც ფორთოხლის კანისგან მზადდება. დატოვეთ მზეზე კარგად გამოსაშრობად, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაფქვით. მიღებული დაფქული მასა აურიეთ რძესთან და ნატურალურ გლიცერინთან. თაფლისა და კურკუმას ნიღაბი ? თაფლის ნიღაბი კურკუმასთან ერთად შეიცავს დიდი რაოდენობით სამკურნალო კომპონენტებს, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ აქრობს ანთებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგზემის ან აკნეს დროს. ეს ნიღაბი ძალიან კარგად კვებავს მგრძნობიარე და ნაზ კანს. არსებული ნიღბის გამოყენება უმჯობესია უფრო ღია ფერის ლაქების არსებობის შემთხვევაში, ვიდრე მუქის. ?აურიეთ თაფლი და დაფქული კურკუმა სქელი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთის მანძილზე, შემდეგ კარგად დაიბანეთ თბილი წყლით. ასევე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი პროდუქტები. ?ლიმონი: იდეალურია კანის გასაუფთავებისა და დეზინფექციისთვის, თუმცა შესაძლოა ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდეს მგრძნობიარე კანზე. ამ შემთხვევაში უმჯობესია ლიმონის წვენი აურიოთ გლიცერინთან. ?ალოე ვერა: ეს მცენარე კარგად ატენიანებს ცხიმიან კანს და აშორებს აკნეს მიერ დატოვებულ კვალს. ალოეს წვენი შეგვიძლია წაისვათ უშუალოდ კანზე, ან აფთიაქში შეიძინოთ გელი მისი შემცველობით. ?მუშკის ვარდის ზეთი: წარმოადგენს აღმდგენ და სამკურნალო საშუალებას, ამიტომ რეკომენდირებულია მშრალი და მოწიფული კანისთვის. ?ვიტამინი Е : კონსერვანტის სახით იყენებენ ბევრ კოსმეტიკურ პრეპარატებში, კარგად ასუფთავებს კანს და აძლევს ბრწყინვალებას, აქრობს გამონაყარისგან დარჩენილ კვალსა და ლაქებს. ?ნემსიწვერას ეთერზეთი: ძლიერი აღმდგენი თვისებებით გამოირჩევა. გირჩევთ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო კრემსა თუ ნიღაბში.
#skincare
#selfcare
#სახისმოვლა
#კანისმოვლა
#პიგმენტურილაქები
თორნიკე გონჯილაშვილი
0