საქართველოში სატელევიზიო რეიტინგის ლიდერი ისევ ტელეკომპანია „იმედია“. ყველაზე სანდო ტელევიზიების პირველ ადგილს სწორედ „იმედი“ იკავებს. გამოკითხვა კომაპნია GORBI-მ ჩაატარა.
კითხვაზე „რომელ სატელევიზიო არხს ენდობით ყველაზე მეტად, როდესაც საქმე ეხება ახალ ამბებსა და ინფორმაციას?“ გამოკითხულთა 38% ტელეიმედს ასახელებს. მეორე ადგილს 14%-ით „რუსთავი 2“ იკავებს. ტელეკომპანია „მთავარს“ კი 13% ენდობა.
კომპანიამ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება /- 3%-ია.
news
კვლევა სატელევზიორეიტინგი ტელეიმედი გორბი TbilisiDaily