გაუპატიურების მცდელობისთვის სამეგრელოში ერთი პირი დააკავეს.

0
სამეგრელოს ერთერთ მუნიციპალიტეტში 24 წლის ბიჭი გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს. საქმე ეხება 22 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამაკაცმა ქალს მხარზე ხელი გადადო, სიყვარულში გამოუტყდა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბრალდებული შშმ პირია, მიუხედავად იმისა რომ არსებობს შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც, სასამართლომ პატიმრობაში მაინც დატოვა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცცდელობას გულისხმობს.
#სამეგრელო
#ინციდენტი
#შშმპირი
#სასამართლო
#გაუპატიურებისმცდელობა
#გამოძიება
#zugdididaily
0