9 votes
comments
shares
Save
5 reads
T Betta
Tbilisi · 1 year ago

Ricinus(აბუსალათინი)- ეს მცენარე მემგონი ყველას გვაქვს ნანახი, ბავშვობაშო ძალიან მიყვარდა მისი ჭრელი თესლებით თამაში.

მაშინ არ ვიცოდი რომ მისი 7 ცალი თესლი სრულიად საკმარისია იმისათვის რომ ზრდასრული ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმოს. მისი თესლი შეიცავს რიცინს რომელიც ძლიერი ბიოტოქსინია, ბევრად ძლიერი და საშიში ვიდრე ციანიდი ან დარიშხანი. მისი მოპოვება თითქმის უხარჯოა.

იგი შეგვიძლია გამოვყოთ ნარჩენებისგან რომელიც აბუსალათინის თესლიდან აბუსალათინის ზეთის გამოყოფის შემდეგ რჩება(ამასთან უნდა აღინიშნოს რომ აბუსალათინის ზეთი სრულიად უსაფრთხოა) რიცინის შესახებ უკვე ცნობილი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს როცა ბრძოლაში ფართოდ იყენებდნენ ბევრად რთულად მოსაპოვებელ და ძვირად ღირებულ ციანიდს, თუმცა რიცინმა მიუხედავად იმისა რომ ბევრად ხელმისაწვდომი და ადვილად მოსაპოვებელია ვერ ჩაანაცვლა იგი რადგან ციანიდისგან განსხვავებით რიცინი თერმული დამუშავების წყალთან შერევისა და მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კარგავს მომაკვდინებელ თვისებებს


T Betta
Tbilisi · 1 year ago
9
Write a comment