WHO კორონავირუსის თავდაპირველ წარმოშობას ჩინეთში გამოიკვლევს

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ჩინეთში მისიას გაგზავნის. ამასთან, ვიზიტის სავარაუდო დრო ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. აღნიშნულის შესახებ WHO-ს საგანგებო სიტუაციების შესახებ პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა. „ჩინელ კოლეგებთან საკითხის განხილვის პროცესში ვართ. სამეცნიერო მისიის კონკრეტული დრო ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მაგრამ ველით ყველაზე ადრეულ შესაძლებლობას მსგავსი ტიპის მისიის ჩასატარებლად სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. კვლევის მიზანი „ვირუსის წარმოშობის აღმოჩენა“ იქნება. სასიამოვნოა იმის გაგება, რომ ოფიციალური პეკინი მზადყოფნას და ღიაობას გამოხატავს ასეთი ინიციატივის მიმართ“, - განაცხადა რაიანმა. „ყველა მხარე ხვდება „ვირუსის წარმოშობის“ კვლევის მნიშვნელობას, რადგან აღნიშნულის დადგენით, სამომავლოდ თავიდან ავირიდებთ მის ხელახლა გამოჩენას“, - თავის მხრივ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თედროს გებრეისუსმა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
coronavirus
China
WHO
special
mission
investigation
headline
0