0
ეს მომნატრებია ძალიან ❤️ . ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან... დავეწაფები როგორც გიჟი, როგორც სულელი, სუნთქვას, მონაბერს შენი თმების რხევის სიოდან. ვიცი, მივიწყებ... ისიც ვიცი, აღარ გაბოდებს ჩემი სახელი, გესიზმრები უფრო ხალვათად, აღარ აძინებ ჩემი ლექსით ციცქნა დალოდებს და გრძელ ღამეებს ჩემზე დარდის არ წნავ კალათად და თუ იქნებ და სადღაც მაინც შემოგრჩი ფიქრად: მკერდზე, მკლავებზე ან ბაგეზე ან თუნდაც ყელში, გზაზე, რომელზეც განშორება ჩაგვიდგა ტიხრად ფრთხილად იარე – ჩემი გული გიჭირავს ხელში! ლეუშერისწყალს გამოყვება შენი სურნელი და ცხენისწყალით დამეწევა სადღაც რიონთან...
0