საქართველოში ჯარიმების ოდენობა ევროპის ქვეყნებში დაჯარიმებულთა რაოდენობას აღემატება - IDFI

0
"ინფორმაციის თავისუფლებისა განვითარების ინსტიტუტი" პანდემიის დროს დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოში ჯარიმების ოდენობა ევროპის ქვეყნებში დაჯარიმებულთა რაოდენობას აღემატება და ადამიანების შემოსავალთან შედარებით ის არაპროპორციულად მაღალია. ორგანიზაციის წარმომადგენლის, გვანცა ნიკურაძის თქმით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებს დაეყრდნო. მათ შეიმუშავეს ე.წ. სიმკაცრის ინდექსი, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ყველაზე მკაცრი შეზღუდვებისა და მათი დარღვევის შემთხვევაში დაწესებული ჯარიმების მხრივ, მოწინავე პოზიციას იკავებს. http://pirveliradio.ge/?newsid=144414
0