ვინ არის ხაშურში ჭაში დამხრჩვალი ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი?

Gori Daily

ხაშურში მომხდარი ტრაგედიის – ძმების გადარცვალების შესახებ, ერთ-ერთის ახლობელი საუბრობს. როგორც მან „პრაიმტაიმს“ უთხრა, ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა ხითარიშვილია. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო, არ ვაკონკრეტებთ. „შეძრულები ვართ ამ ოჯახის უბედურებით. ეს მართლაც ტრაგედიაა და ალბათ, კიდევ უფრო მეტიც. რამდენიმე თვის წინ, ამ ბიჭებმა მამა დაკარგეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახზე მზრუნველობა ბოლომდე ძმებმა აიღეს თავიანთ თავზე და თავიანთ გაკეთებულ ჭაში, სიცოცხლეც დაასრულეს. წარმოიდგინეთ, ერთ ოჯახში, სამი მიცვალებული რამდენიმე თვეში… თუმცა, მათი მამა ვიღას ახსოვს, საშინელი უბედურება ტრიალებს ხითარიშვილების ოჯახში. მეტის თქმის თავი უბრალოდ არ მაქვს, ისინი ძალიან კარგი, მშომელი და ზრდილობიანი ახლაგაზრდები იყვნენ.“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. შეგახსენებთ, დღეს, 30 აგ­ვის­ტოს, ხა­შუ­რის სო­ფელ ალი­ში ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. რუ­ი­სე­ლი ძმე­ბი – ხითარიშვილები ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. ისი­ნი წლე­ბია ჭე­ბის გა­თხრა­სა და და­სუფ­თა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. ამ­ჯე­რად, ჭის და­სუფ­თა­ვე­ბა სურ­დათ და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად ჭაში სა­მუ­შა­ოდ უმ­ცრო­სი ძმა ჩა­ვი­და. ჩა­იხ­სნა თოკი და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ცოტა ხან­ში დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, საშ­ვე­ლად სას­წრა­ფოდ ჭაში მისი უფ­რო­სი ძმა ჩა­ვი­და, რო­გორც ფაქ­ტის თვი­თხილ­ვე­ლი ამ­ბობს, იგი შე­ე­ცა­და ძმა იქი­დან ამო­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისიც ცუ­დად გახ­და და ორი­ვე ჭაში ჩა­ვარ­და. ფაქ­ტის თვითმხილ­ველ­მა მა­მა­კაც­მა სას­წრა­ფოდ პო­ლი­ცია და მაშ­ვე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა, მაგ­რამ იქ მო­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს და მაშ­ვე­ლებს ძმე­ბი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა ჭი­დან ამო­იყ­ვა­ნეს და გო­რის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #ტრაგედია #ხაშური #goridaily წყარო - primetime.ge #ახალიამბები