ზუგდიდელი შემოქმედი - გიორგი ქადარია.
Zugdidi Daily
მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოსახლეობის თვითიზოლაცია გამოიწვია.
თვითიზოლაციაში ყოფნის დროს უამრავი ადამიანი დაზარალდა არასაკმრისი ფინანსების გამო, მაგრამ ამასთან ერთად ამ ყველაფერს რაღაც დადებითიც ჰქონდა.
დადებითად იმოქმედა პანდემიის დროს თვითიზოლაციამ შემოქმედი გიორგი ქადარიასთვის. გიორგი ბავშვობიდან ხატავს და ნამუშევრებს ძირითადად გრაფიკულად ასრულებს. თემა კი რომელიც ფურცელზე უნდა გადაიტანოს არასდროს აქვს დაგეგმილი. ამ ბოლო დროს ხატვისას ნათელ ფერებს იყენებს, რომელსაც გუაშის საშუალებით ასრულებს.
ამ სამი თვის განმავლობაში მან რამდენიმე თემატური ტილო შექმნა და ამასთან ერთად ვიდე-რგოლებიც გადაიღო.
გიორგის საკუთარი შემოქმედება იმდენად უყვარს, რომ გასაყიდად ვერ იმეტებს, თითოეულ ნახატს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია. თითოეული მათგანი ღირებული და მრავლისთქმელია მისთვის.
#ზუგდიდი #პანდემია #შემოქმედი #თვითიზოლაცია #შემოქმედება #zugdididaily