ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ივანიშვილისადმი მორჩილ პირს დანიშნავს - აბესაძე

0
ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ივანიშვილისადმი მორჩილ პირს დანიშნავს - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა „რა თქმა უნდა მოლოდინი მაღალია, რომ კვლავ პოლიტიკური მორჩილების ნიშნით შეირჩევა ეს ადამიანი. ეს შეიძლება იყოს თეა წულუკიანიც, რომლზედაც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ინფორმაცია და გუშინ ბატონმა გახარიამ მისი დაწინაურებაც კი დააანონსა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, თუმცა რა თქმა უნდა, ივანიშვილისადმი მორჩილი თავმჯდომარის ყოლა მნიშვნელოვანია. როგორი პროცედურითაც უნდა ხდებოდეს შერჩევა, ისინი მაინც იპოვნიან საშუალებას, რომ სწორედ ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ და ასეთი წევრი წარადგინონ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ. http://pirveliradio.ge/?newsid=144443
0