საკარანტინო სასტუმროებში გათბობის ჩართვის გამო გადაიხედება ტარიფები- ქვრივიშვილი

Pirveliradio Ge

საკარანტინო სასტუმროებში გათბობის ჩართვის გამო გადაიხედება ტარიფები-განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ამ დროისთვის მოქალაქეების საკარანტინო სასტუმროში განთავსების ტარიფი დღე-ღამეში 50 ლარია "სახელმწიფოს აქვს ფიქსირებული ტარიფი, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურებს საქართველოს მოქალაქეების განთავსებას (საკარანტინო სასტუმროში), სამჯერად კვებას და პირადი ჰიგიენის ნივთების არსებობას ოთახებში. ტარიფები გამჭვირვალეა და გულისხმობს დღე-ღამეში 50 ლარს. იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებული კლიმატური პირობები არსებობდეს. მაგალითად, გუდაურში არსებულ სასტუმროებს უკვე უწევთ გათბობა ჩართონ სექტემბრის დასაწყისიდან, ეს დაკავშირებულია განსხვავებულ საოპერაციო ხარჯებთან. ჩვენ ვცდილობთ, საჭიროების და არგუმენტის შემთხვევაში იყოს გადახედილი პირობები, რომ სასტუმრომ შეძლოს კარანტინის პროექტში ჩართვა და ოპერირება". – განაცხადა ქვრივიშვილმა.