0
Google-ს მოგზაურობის დასაგეგმი განყოფილება დაემატა!?? Google-მა თავისი მოგზაურობასთან დაკავშირებული პროდუქტები, მათ შორის Google Trips, Google Flights, Google Hotels Search და სხვა სერვისები ახალ განყოფილებაში სახელწოდებით Trips გააერთიანა. ბმულზე – google.com/travel გაერთიანდა ინფორმაცია სამოგზაურო ადგილების, ფრენების, სასტუმროებისა და ტურების შესახებ. მგზავრობის დაჯავშნის შემდეგ კი, მომხმარებელს შეუძლია საიტზე თავი მოუყაროს ჯავშნებს, დამადასტურებელ კოდებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, გარდა ამისა, გაფორმდა თუ არა ჯავშანი Google-ის სერვისიდან. ამავე განყოფილებაში მითითებულია მოგზაურობის თარიღებში დანიშნულების ადგილის ამინდის პროგნოზი. Google-ის ახალი სამოგზაურო განყოფილება უკვე ამოქმედებულია. კომპანია არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა გავლენა სიახლეს Google-ის ამავე სახელწოდების სამოგზაურო აპლიკაციაზე – Trips-ზე, რომელიც კონკურენტი აპლიკაციის, TripIt-ის მსგავსად მომხმარებლებს მოგზაურობის მარშრუტების შესახებ ინფორმაციას Offline რეჟიმშიც აწვდის.
0