დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, ხალხს რუსული ვაქცინით აცრიან
Sokhumi Daily
ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გრიპზე მოსახლეობის ვაქცინაცია რუსული ვაქცინით 7 დეკემბერს დაიწყეს. მათი ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის 15 000 დოზა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებამ იყიდა. საუბარია, რუსული წარმოშობის პრეპარატ ულტრიკსა და სოვიგრიპზე. დე ფაქტო უწყების ცნობით, ვაქცინა განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე 6 თვის ბავშვებისთვის. მათივე თქმით, ვაქცინა უფასოა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ 2 დეკემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცეს. გამყრელიძეს სოხუმში უპასუხეს, რომ გრიპზე ვაქცინა არა საქართველოსგან, არამედ გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF-ისგან მიიღეს. გამყრელიძემ კი განმარტა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის გადაცემული ვაქცინა სახელმწიფოს მიერ შეძენილი მარაგიდან გამოიყო და სოხუმში გაეროს სპეციალური მექანიზმის საშუალებით გაიგზავნა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და პროფილაქტიკური დახმარების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ესმა გუნიამ განაცხადა, რომ: ”თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო ვაქცინა და უკვე სახელმწიფომ უკვე აცნობა მოქალაქეებს ვაქცინაციის შესაძლებლობის შესახებ.
ვაქცინის გაკეთების მინიმალური ასაკი 6 თვეა. გუნიას ცნობით, ვაქცინაციიდან 7-14 დღის შემდეგ დაიწყება "სტაბილური იმუნიტეტის განვითარება, რომელიც გაგრძელდება მინიმუმ ერთი წელი".
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ვაქცინის გაკეთება უფასოა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა