საზღვაო კურორტებზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება

Tbilisi Daily

11 და 12 აგვისტოს საზღვაო კურორტებზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. წვიმა ელჭექით. საღამოსა და ღამის საათებში ნალექი მოიმატებს და ძლიერ იწვიმებს. გაძლიერდება დასავლეთის ქარი 15/20 მეტრ წამამდე. ტემპერატურა +21,+26 გრადუსამდე დაეცემა , ზღვაზე ღელვა 3 ბალი იქნება. მოკლე დროში მოსული უხვი ნალექის გამო, მოსალოდნელია განვითარდეს ნეგატიური პროცესები : ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას ხილვადობის შეზღუდვა და ცალკეული ქუჩების დატბორვა.